სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
საკუთარი წესებით იმოქმედეთ, იყავით მზად სიახლეებისთვის. მოაგვარეთ კრედიტებთან, მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები. მოიმატებს სექსუალურობა და ექსპერიმენტებისადმი ინტერესი.

კურო
ნუ ენდობით საქმიან პარტნიორებს. სამსახურში მოსალოდნელია ცვლილებები. სასიყვარულო სფეროში მოიმატებს ურთიერთმიზიდულობა. ზოგიერთს შეიძლება ახალი პარტნიორი გამოუჩნდეს.

ტყუპი
სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას, არსად დააგვიანოთ. მოერიდეთ დაპირისპირებას საქმიან პარტნიორებთან. ნუ ენდობით საეჭვო კომპანიებს; ყურადღება გმართებთ დოკუმენტების შევსებისას.

კირჩხიბი
დღეს შეგიძლიათ აირჩიოთ ის სფეროები, რომლებიც წარმატებას მოგიტანთ. საშუალება მოგეცემათ გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები სპორტსა და ხელოვნებაში. მეტ დრო დაუთმეთ შვილების აღზრდას.

ლომი
მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს მოგვარებას. მოერიდეთ დაპირისპირებას მშობლებთან; ნათესავებთან - სამემკვიდრეო საკითხებზე. კარგი დღეა ახალ ბინაში გადასასვლელად, რემონტის დასაწყებად.

ქალწული
მგზავრობისა და საქმიანი შეხვედრების დღეა. ყურადღება გმართებთ ინფორმაციებისადმი. ნუ ჩაერევით ახლობლების ცხოვრებაში. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან.

სასწორი
ხელფასის მომატება, საჩუქარი გელით. გამოგიჩნდებათ გავლენიანი მფარველი. მოერიდეთ ფულის გადარიცხვას, სალომბარდე მომსახურებას, საეჭვო ადამიანებთან თანამშრომლობას.

მორიელი
უფროსი დაინტერესდება თქვენი საქმიანობით, შეიძლება ახალი პროექტი ჩაგაბაროთ. მარტოხელებს გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. შეყვარებულები ურთიერთობის დაკანონებას გადაწყვეტენ.

მშვილდოსანი
საიდუმლო საუბრებისა და მგზავრობის დღეა. მეტი ყურადღება გმართებთ ინფორმაციებისადმი. ნებისმიერი საქმიდან სარგებელს ნახავთ. გაფრთხილდით, შეიძლება გამჟღავნდეს თქვენი ფარული სასიყვარულო კავშირი.

თხის რქა
მოაგვარეთ ფინანსური საკითხები, საოჯახო პრობლემები. კარგი პერიოდია ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ქალთა კონტინგენტთან. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებთან ურთიერთობას.

მერწყული
უფროსთან მნიშვნელოვანი საუბარი გელით. ახალი საქმეები თქვენგან მეტ ძალისხმევას მოითხოვს. პრობლემების მოგვარებაში ოჯახის წევრები, გავლენიანი ნათესავები დაგეხმარებიან.

თევზები
წარმატება გელით სასიყვარულო ურთიერთობაში. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. კარგი დღეა ბიზნესის დასაწყებად საზღვარგარეთ, ხანგრძლივი მგზავრობისთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100