„ქართველი ვაჟკაცი ვარ და ჩემს შვილს პირსინგი არ უნდა ეკეთოსო“ – მამა მაღაზიაში შეიჭრა და შვილზე ძალადობა სცადა
რუსთავში, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მაღაზიაში შეიჭრა და იქ დასაქმებულ შვილზე ძალადობა სცადა.
შემთხვევა გუშინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით მამაკაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, რომელსაც ვადა რამდენიმე დღის წინ გაუვიდა.
„ორი თუ სამი დღეა მოეხსნა შემაკავებელი ორდერი. მოვიდა მთვრალი იყო, მე გასული ვიყავი პირსინგის საყიდლად, რომ მოვედი მაღაზიაშიც ჰქონდა ლუდი გატეხილი და მერე ცდილობდა პირსინგი მოეხსნა, რომ ქართველი ვაჟკაცი ვარ და ჩემს შვილს პირსინგი ეს არ უნდა ეკეთოსო. ხელი არ დაურტყამს, პირსინგის სცადა ჩამოგლეჯა სცადა“, – ამბობს „ფორმულასთან“ მამაკაცის შვილი.
კომენტარი