სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარია კალასის უკანასკნელი წერილი ონასისს


"არ გჯეროდა, რომ შემეძლო სიყვარულისგან მოვმკვდარიყავი. მაშ იცოდე - მე მოვკვდი.

დედამიწა დაყრუვდა. სიმღერა აღარ ძალმიძს... იცოდე, ყველგან ჩემს გამქრალ ხმას გაიგონებ. ის ყველგან შენი თანამდევი იქნება, სიზმარშიც კი, გარს შემოგეხვევა, გონს დაგაკარგვინებს და შენ დანებდები, რადგან ამ ხმას ნებისმიერი ციხე-სიმაგრის აღება შეუძლია. ის ჩემს მაგიერ იძიებს შურს, ჩემი ასე სახალხოდ დამცირებისთვის, ჩემი დღევანდელი მარტოსულობისთვის, უშვილოდ დარჩენისთვის, რომელიც ასე გვიან მიბოძა ღმერთმა და რომელიც შენ, დიახ შენ არი, შენ მაიძულე რომ მომეკლა.“

ცნობისთვის თავისი დროის უმდიდრესი კაცის, არისტოტელე ონასისისა და ოპერის ვარსკვლავის მარია კალასის სიყვარული სირთულეებითა და დაბრკოლებებით იყო სავსე. მარიამ და არიმ ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როდესაც ორივე მათგანი ქორწინებაში იმყოფებოდა, ქალმა სიყვარულის გამო ოჯახი დაანგრია, არისტოტელემ კი ეს ნაბიჯი დროში გაწელა, თუმცა მარიაზე დაქორწინება ონასისს არც განქორწინების შემდეგ უფიქრია.

ისინი ერთად ცხოვრობდნენ საკუთარ კუნძულზე ფუფუნებაში, მართავდნენ გრანდიოზულ წვეულებებს, მეგობრობდნენ თავისი დროის გავლენიან ხალხთან და ცნობილ ადამიანებთან, მარია აღარ მღეროდა, აღარც რეპეტიციებს გადიოდა, არ მუშაობდა საკუთარ ხმაზე, მისი ცხოვრება მხოლოდ არისტოტელე იყო, სხვა არაფერი ადარდებდა და ამან სავალალო შედეგამდე მიიყვანა. ხმისა და კარიერის დაკარგვის შემდეგ ცხოვრებამ კალასს საყვარელი მამაკაციც წაართვა, არისტოტელემ ჟაკლინ კენედიზე იქორწინა და ოპერის დივასთან რომანს წერტილი დაუსვა.

1974 წლის 11 ნოემბერს მარია კალასის ხმამ საბოლოოდ გაიჟღერა საპოროში. ამის შემდეგ მომღერალი პრაქტიკულად აღარ გამოსულა სახლიდან, თუმცა 1975 წლამდე, ონასისის გარდაცვალებამდე, შიგადაშიგ მაინც უწევდა მასთან შეხვედრა და ახალ-ახალი (ცრუ) დაპირებების მოსმენა. მარია კალასი 1977 წელს 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით გულის შეტევით, არაოფიციალურისა კი - თვითმკვლელობით. დაკრძალვისას მიიტანეს უზარმაზარი თაიგული, წარწერით - არიტოტელესგან - რაც მილიარდერმა ანდერძით დაიბარა. მარია კალასის ფერფლი ეგეოსის ზღვაში მიმოაბნიეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100