ესენი კაპასებს ეძახიან... თვითონ არ მოშივნია, მის ცოლს, მის შვილს, სხვა ქვეყანაში არ წასულა მოხუცის მოსავლელად – მამა ათინოგენი ლევან ვასაძეს უპირისპირდება
ბალდის ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მამა ათინოგენი ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ქალებს „კაპასი“ უწოდა.
„საქართველოში ქალებმა რომ ღირსების დაცვა იციან და მათ რომ შეუძლიათ ერთგულება… ისინი რომ წელისწყვეტით მიათრევენ კიდევ ამ ჭაპანს… 30 წელია სხვას კი არაფერს ვუყურებთ ჩვენ. დედაკაცების კისერზე გადავიდა ყველაფერი და იმ საწყლებს კიდევ გინება, შეურაცხყოფა და კიდევ საშინელებები აქვთ.
იმის მაგივრად, რომ მათი შრომა დააფასონ, ესენი კაპასებს ეძახიან. მასეთები მაგას იტყვიან, თვითონ არ მოშივნია, მის ცოლს, მის შვილს, სხვა ქვეყანაში არ წასულა მოხუცის მოსავლელად. არ მიუტოვებია შვილები“,- ამბობს მამა ათინოგენი.
ლევან ვასაძე არ უარყოფს, რომ მსგავსი განცხადება გაკეთებული აქვს და ჟურნალისტს კითხვით მიმართავს:
„ცოტაა ჩვენთან კაპასი ქალები? მე ვთქვი ის, რაც ვთქვი“, ამბობს ვასაძე „ტვ პირველთან“.
კომენტარი