სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ყველაფერით, რითაც შემიძლია, უკან დაგიბრუნებთ ამ სიყვარულს და თანადგომას" - გიორგი მახარაძე დიაგნოზის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

გიორგი მახარაძე დიაგნოზის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს:
"პირველ რიგში მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ჩემს კოლეგებს, მეგობრებს, ემიგრანტებს, იმ ადამიანებს, ვისაც პირადად არ ვიცნობ, მაგრამ გვერდში მიდგანან და თითოეულ ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობს. მოკლედ ამ ეტაპზე ხალხის, მეგობრებისა და კოლეგების უდიდესი მონდომებით და მხარდაჭერით ის თანხა, რაც სჭიროა თურქეთში წასასვლელად გროვდება, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. შემდგომი ეტაპისთვის რა იქნება საჭირო და როგორ, ყველა დეტალს და ინფორმაციას პირადად მე მოგაწვდით სოციალური ქსელის დახმარებით...

ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მერიასა და ჯანდაცვის სამინისტროს, რომლებიც მზად არიან დახმარებისთვის და გვერდში დგომისთვის. თუმცა, ამ ეტაპზე არ გვესაჭიროება მეტი დახმარება, რადგან პირველი ეტაპისთვის საჭირო თანხა თითქმის შეგროვბდა.... კიდევ ერთხელ უუუუუდიდესი მადლობა თქვენ ყველას, ძალიან მაგრები ხართ. მიყვარხართ და ვამაყობ, რომ ასეთი გვერდში დგომა შეგიძიათ. მე ყველაფერით, რითაც შემიძლია, უკან დაგიბრუნებთ ამ სიყვარულს და თანადგომას. წინასწარ გილოცავთ", - წერს მსახიობი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100