სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მერაბიშვილს და ჭიაბერაშვილს დღეს დააკავებენ?

ზურაბ ჭიაბერაშვილი არ გამორიცხავს, რომ დღევანდელი დაკითხვის შემდეგ, ის და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი სამართალდამცავებმა დააკავონ.

მედიისთვის კომენტარი პრეზიდენტის რწმუნებულმა კახეთის რეგიონში დღეს, ქუთაისში გამგზავრებამდე გააკეთა.

"ხელისუფლებას გაუჩნდა სურვილი, რომ თუკი საზოგადოებას ვერ აწვდის პურს, შესთავაზოს სანახაობა. ეს სანახაობა მიდის იქამდე, რომ მე და ვანო მერაბიშვილი დაბარებულები ვართ დაკითხვაზე სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამასთან დაკავშირებით", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა

ვანო მერაბიშვილს იმერეთის სამხარეო პროკურატურაში 12:00 საათზე ელოდებიან, ჭიაბერაშვილი კი, 14:00 საათზეა დაბარებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100