სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პირველი 400 დაქირავებული სირიელი მებრძოლი რუსეთში უკვე ჩავიდა - უკრაინის გენშტაბი

რუსები აგრძელებენ თავიანთ ტერიტორიაზე რეზერვების შევსებას უკრაინის წინააღმდეგ ომში. ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. „უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, იქმნება დაქირავებულ სირიელთა რაზმები, რომლებიც მზად არიან, ჯილდოს სანაცვლოდ შეასრულონ რუსი მეთაურების დანაშაულებრივი ბრძანებები. არსებული ინფორმაციით, სირიაში გაიხსნა დაქირავებულთა ცენტრები, რომლებიც ბოლო დღეებში ათასზე მეტი ადამიანით დაკომპლექტდა. 400-მდე ადამიანი უკვე ჩავიდა რუსეთის ფედერაციაში. უკრაინის საზღვართან როსტოვის და გომელის რეგიონებში მათთვის საწვრთნელი ბანაკები შეიქმნა“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100