სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ მოგვილოცეს 8 მარტი ცნობილმა ქართველებმა?

ფეისბუქი უკვე დიდი ხანია, სხვა მრავალ ფუნქციასთან ერთად საჯარო მილოცვების ადგილიც გახლავთ. სწორედ ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანის სარვამარტო ფეისბუქ სტატუსებს.

ირაკლი გაფრინდაშვილი (პოეტი): ხარ უმწეო ... მუხის ძირას როგორც ია, ელი ვარდებს და რვა მარტი გიხარია.

ანრი ჯოხაძე (მომღერალი): გილოცავთ 8 მარტს ქალბატონებო და ვაჟბატონებო, ვისაც ქალბატონობა გსურთ. გისურვებთ ქალურ ბედნიერებას.

დავით საყვარელიძე (პარლამენტარი) - ყველა ქალბატონს მთელი სულით და გულით გილოცავთ!!! ყველა ქალური ნატვრის ასრულებას გისურვებთ! უთქვენოდ ჩვენი ფასი კაპიკია!

თინა კანდელაკი (რუსეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი) - ქალი ვალდებულია იყოს ბედნიერი, სხვა ვალი მას არ გააჩნია.

გიორგი ნაზღაიძე (დიზაინერი): ყველა ქალს გილოცავთ 8 მარტს.

ლაშა ღუღუნიშვილი (ფოტოგრაფი LIG სტუდიო): ერთმა რომ დაწეროთ 8 მარტს გილოცავთ და სხვებმა იქ რომ მიულოცოთ ერთმანეთს? ან მხოლოდ ალაიქოთ? აყროლდა ყველაფერი :)) თუნდაც აქ წერეთ მხოლოდ მე მიგიღებთ შეგიფარებთ ვარდებსაც მოგცემთ :)))
აბა ვიწყებთ: გილოცავ (.....) 8 მარტს!..

კახი მამულაშვილი, მამულიჩა (პროდუსერი): 8მარტია - ველი საჩუქრებს

გოგა ხაჩიძე: გილოცავთ 8 მარტის (მ)ბრწყინვალე დღესასწაულს!

არჩილ სოლოღაშვილი (მსახიობი, ტელეწამყვანი): გილოცავთ ქალბატონებო დღევანდელ დღეს ♥ ♥ ♥

თაკო ჩხეიძე (მოდელი) არ შეიძლება რომ ყოველ დღე იყოს 8 მარტი? ისეთი ლამაზია თბილისი ამდენი ყვავილებით

DJ ბეგი (არ დაიდარდო):

იპოთეკა - მამაკაცის მდგომარეობა 9 მარტს
გილოცავთ ქალბატონებო და არ დაიდარდოთ ბიჭებო!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100