სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ეკლესიაში - სასულიერო პირმა დაინფიცირების შემდეგ მოინახულა თავისი და და ოჯახის წევრები

კორონავირუსმა ეკლესიაშიც შეაღწია. სანდო წყაროს ინფორმაციით, დაინფიცირებული სასულიერო პირია, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ტაძარში მსახურობს.

COVID-19-ზე დადებითი პასუხი დღის ბოლოს გახდა ცნობილი. გავრცელებული ცნობით, სწორედ მას უკავშირდება თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის თანამშრომელთა ინფიცირებაც.

გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირის დაინფიცირება ტაძარში მოხდა, იქ სადაც მსახურობდა. მას კორონავირუსი მრევლისგან გადაედო.

ტაძარი ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარეობს. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, ყველა კონტაქტი ამ დროისთვის შესწავლილია.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი გახდა ცნობილი, სასულიერო პირმა დაინფიცირების შემდეგ მოინახულა მისი და და ოჯახის წევრები. მისი და კლინიკა "თიმის" თანამშრომელია, რომელმაც დააინფიცირა საკუთარი 4 თანამშრომელი, საკუთარი შვილი და დედამთილი.




წყარო: რუსთავი2

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100