სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აფთიაქებში ტამიფლუ გაიაფდა

ფარმაცევტულმა კომპანიებმა ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუზე“ ფასების დაწევა დაიწყეს. როგორც „ავერსის“ სააფთიაქო ქსელში აცხადებენ, პრეპარატს ისინი უკვე თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით ჰყიდიან.

„ავერსის“ აფთიაქებში „ტამიფლუს” ფასი ამჟამად 68 ლარია.

PSP-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორ თორნიკე გურულის განცხადებით, მათ სააფთიაქო ქსელშიც „ტამიფლუ“ უკვე თითქმის თვითღირებულების ფასად იყიდება.

„პრეპარატ „ტამიფლუს“ მწარმოებლისგან შესაძენი ფასი 67,26 ლარია, ხოლო ქსელში მისი გასაყიდი ფასი არის 68 ლარი. მედიკამენტი იყიდება ყოველგვარი მოგებების გარეშე. შესაბამისად, აპელირება იმაზე, რომ აღნიშნულ მედიკამენტზე ზემოგებებია, მხოლოდ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება“ - აცხადებს გურული

მედიკამენტ “ტამიფლუს” 10 კაფსულის ღირებულება საქართველოში 72.00 ლარიდან 99 ლარამდე მერყეობდა.

ამასთან, საჩხერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი „ტამიფლუს“ უფასოდ გასცემს.

მედიკამენტის ფასის შემცირებაზე კომპანია „როშის“ სათავო ოფისთან მოლაპარაკებები გუშინ დაიწყო.

მანამდე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ფარმაკოლოგიურ კომპანიებს მოუწოდა, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და შეძლებისდაგვარად ანტივირუსული პრეპარატის „ტამიფლუს" ფასი დაწიონ. მინისტრი ამბობს, რომ კომპანიებს ამის საშუალება აქვთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100