სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წითელ ხიდთან 25 წლის ახალგაზრდა ნაღმზე აფეთქდა

წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მარნეულის რაიონის სოფელ კირაჩმუღალოსთან ქვეით საწინააღმდეგო ნაღმზე 25 წლის ახალგაზრდა აფეთქდა. იგი ამ დროისთვის რუსთავის საავადმყოფოშია მოთავსებული და რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.

25 წლის სერხან მუსაევს მარცხენა ტერფის ამპუტაცია ჩაუტარდა.
რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განაცხადა, რომ ახალგაზრდას ჰქონდა მრავლობითი ნაფლეთი ჭრილობები მარჯვენა ფეხის ბარძაყზე, მას ურთულესი ოპერაციები ჩაუტარდა. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა.
25 წლის სერხან მუსაევი სოფელ კაჩაგანიდან იყო, სოფელ კირაჩმუღალოში კი მეგობართან იმყოფებოდა. ის მეგობართან ერთად დაკარგული ძროხის მოსაძებნად მივიდა წითელი ხიდის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე და ნაღმზე აფეთქდა.
არსებული ინფორმაციით, წითელი ხიდთან ადამიანის ან პირუტყვის ნაღმზე აფეთქება იშვიათი შემთხვევა არ არის. ბოლო რამდენიმე წლის განავლობაში ეს უკვე მეათე ფაქტია. საზღვრის პირზე არანაირი გამაფრთხილებელი ნიშანი ან მესერი არ არსებობს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე სოფელ კირაჩმუღალოს მოსახლოება საძოვრებად მოიხმარს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100