ეკატერინე ფანგანი: დღეს გვჭირს ის, რაც არ უნდა გვჭირდეს... კლასში კოტე თოლორდავა აღარ გვეყოლება
ეკატერინე ფანგანი კოტე თოლორდავას კლასელია. ეკატერინე სკოლის პერიოდს იხსენებს... აი რას წერს ის აწ უკვე გარდაცვლილ მსახიობზე:
ყველაზე ძალიან ცხოვრებაში, ალბათ, სკოლა მიყვარდა, იმიტომ რომ ყველაზე მაგარ პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი! მგონი, არასდროს გამიცდენია.. :)) და თან კიდევ უფრო მეტად იმიტომ მიყვარდა, რომ ყველაზე მაგარი კლასი მყავდა და სკოლას თუ ვაცდენდი მხოლოდ მათთან ერთად.. )) ყველაზე ახლო მეგობრები, ყველაზე ბევრი და თბილი მოგონება სწორედ ჩემს კლასს და სკოლას უკავშირდება.. ეს მეგობრობა ისევ გრძელდება , მაგრამ რაც დრო და წლები გადის, თითქოს, უფრო და უფრო გვიყვარდება ერთმანეთი კლასელებს, რაღაც კიდევ უფრო მეტ უხილავს თუ ხილულს ვგრძნობთ ერთმანეთისადმი..ალბათ, ერთად გატარებული ბავშვობა გვენანება, რომელიც აღარასდროს დაბრუნდება..დღეს კი გვჭირს ის, რაც არ უნდა გვჭირდეს... აი ამ კლასში ძალიან საყვარელი, ცელქი, ქარიზმატული და კეთილი Kote Tolordava აღარ გვეყოლება..
კომენტარი