საქართველოში კორონავირუსი კიდევ 240 ადამიანს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 240 ადამიანს დაუდასტურდა, 681 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 9 056 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 5 490 ანტიგენის ტესტით და 3 566 PCR ტესტით.
საქართველოში კორონავირუსის 258 351 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 249 709. გარდაიცვალა 3 194 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმშია 474, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 2 676. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 268 მოქალაქე.
კომენტარი