დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგება
დღეიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგება, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში კი, მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლება დაგეგმილია პირველი მარტისთვის, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე.
სატრანსპორტო საშუალებებს უკვე ჩაუტარდა სადეზინფექციო სამუშაოები. სპეციალური ხსნარით დამუშავდა მუნიციპალური ავტობუსების მოსაცდელები. სადეზინფექციო ღონისძიებები ტრანსპორტში ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელდება.
მუნიციპალურ ავტობუსებში ასევე არის განთავსებული დისპენსერები, ხოლო ელექტრო ავტობუსებში დამატებით, თერმოსკრინინგის აპარატები. აკრძალულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლა და ფეხზე დგომით მგზავრობა.
კომენტარი