"ვარაუდით და ინტუიციით ტალახის სროლა ძალიან ცუდი საქციელია” - ასე ეხმაურება ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ ატეხილ სკანდალს მაია დარსმელიძე
ყოფილ ცოლზე ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ არსებულ სკანდალს სოციალურ ქსელში მომღერალი მაია დარსმელიძე ეხმაურება.
მომღერლის თქმით, ბასილაშვილის საქმის შემდეგ კარგად გამოჩნდა, თუ რა მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო.
“აქამდე ალბათ ვერ, მაგრამ მგონი ბასილაშვილის საქმის მაგალითზე ყველაზე ცხადად მიხვდით, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში გავლენებისგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლო. კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი. მეც, შენც, ისიც… ყოველგვარი პრივილეგიის გარეშე.
არც ჭორაობაში ჩავერთვები, არც მკითხაობაში. არავის მხარეს არ ვარ, მხოლოდ სიმართლის მხარეს ვარ, რომელიც აუცილებლად უნდა დადგინდეს. ვარაუდით და ინტუიციით ტალახის სროლა (ნებისმიერის მისამართით) ძალიან ცუდი საქციელია” – წერს მაია დარსმელიძე
კომენტარი