სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მგზავრების 5%-ს თვითმფრინავში სექსი აქვთ - რას ჰყვებიან ბორტგამცილებლები?

ბრიტანული გამოცემის The Sun-ის კვლევების თანახმად, თვითმფრინავის მგზავრთა 5%-ს ჰაერში სექსი აქვთ - ეს ერთგვარი ექსტრიმია მათთვის, რომლის დროსაც უფრო მეტ ადრენალინსა და სიამოვნებას გრძნობენ.

კვლევის პროცესში ბორტგამცილებლებმა ჟურნალისტებთან გულახდილად ისაუბრეს ყველა იმ უხერხულ შემთხვევაზე, რაც ფრენის დროს მოხდა. ერთ-ერთმა ისიც ახსენა, რომ თავისი თვალით ნახა, წყვილი როგორ დაკავდა სექსით სავარძელზე მაშინ, როცა სხვა მგზავრებს ეძინათ.

ეს ერთადერთი შემთხვევა არაა, როდესაც თვითმფრინავის სავარძელში მოახერხა წყვილმა სექსით დაკავება. ერთ-ერთი ბორტგამცილებელი იხსენებს, თუ როგორ შეამჩნია წყვილი უკანა სავარძლებზე, რომლებსაც პიჯაკები ჰქონდათ გადაფარებული:

„მომერიდა რაიმეს თქმა ან შენიშნვის მიცემა, რადგან არც ხმაურობდნენ და არც მკვეთრ მოძრაობებს აკეთებდნენ, ამიტომ, იძულებული გავხდი თავი ისე დამეჭირა, თითქოს არც შემიმჩნევია და ცივად ავუარე გვერდი“.

ბორტგამცილებლების გარდა, ერთ-ერთმა მგზავრმა გამოთქვა სურვილი გულახდილად ესაუბრა ჟურნალისტებთან საკუთარი გამოცდილების შესახებ:

„ჩემს გვერდით ახალგაზრდა გოგონა იჯდა, რომელიც პირდაპირ მივიდა სტუარდესასთან და ჰკითხა, შეგვეძლო თუ არა ტუალეტით გვესარგებლა და სექსით დავკავებულიყავით, მან კი უთხრა, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენდა, უბრალოდ დიდი ხნით არ უნდა გავჩერებულიყავით იქ“ - აცხადებს მამაკაცი.

ყოფილა შემთხვევა, როდესაც წყვილი თამამად დაკავებულა სექსით სხვების თვალწინ, მგზავრებს კი ეკიპაჟის წევრებთან უჩხუბიათ და შესაბამისი ზომების მიღება მოუთხოვიათ. ამის გამო თვითმფრინავის დაშვებისთანავე მოსიყვარულე ახალგაზრდებს პოლიცია დახვდათ აეროპორტში და ისინი განყოფილებაში გადაიყვანეს.

მსგავსი შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინაც - თამამი წყვილის სასიყვარული აქტის შემჩნევისთანავე ეკიპაჟის წევრებმა მოსთხოვეს მათ გაჩერება, თუმცა მათ ეყოთ სითავხედე და საქმე ბოლომდე მიიყვანეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100