სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გოგოს იტაცებენ, ერთი სული აქვს,როდის მიაგნებს მამა,მამამ მიაგნო და გაინტერესებთ რა გააკეთა?

აი. რა ამბავს გვიყვება ნიკა ქავთარაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე:

გოგოს იტაცებენ. საშინელ ტკივილს, სტრესს და კოშმარში მყოფს ერთადერთი იმედი ოჯახის წევრები რჩება. ერთი სული აქვს, როდის მიაგნებს მამა და ძმა ქალაქგარეთ აგარაკზე გადამალულს. აი, გამოჩნდა მანქანა. შეშინებული ხმას ვერ იღებს.სულ ცოტაც და ამ საშინელებას თავს დააღწევს. შემოდიან კაცები "ზალაში". საწყალი გოგო მეორე ოთახიდან გამოდის. ცრემლიანი, დასიებული თვალებით. მამა მკაცრი ტონით ეკითხება - მოხდა რამე წუხელ? და როგორც კი გაიგებს, რომ "მოხდა". ეგრევე უარს ამბობს შვილის უკან წაყვანაზე და ტოვებს დედამოტ%ნულ მოძალადესთან მთელი ცხოვრება.
ქალებო, გოგოებო, არ შეეგუოთ ძალადობას!
არ იცხოვროთ მოძალადე ქმრებთან !
როცა დაშორდებით სადისტ კაცებს- ეგრევე ყველას უთხარით დაშორების მიზეზი - ასე უშველით თქვენს მომავალს და ყველა იმ ქალს, ვინც იგივე არაკაცთან შეიძლება დაიჭიროს საქმე, იმის გამო, რომ არავინ უთხრა რა საშინელი ადამიანია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100