სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დეკრეტული შვებულებით სარგებლობა მამაკაცებსაც შეეძლებათ

კანონში ცვლილებათა შესვლის შემთხვევაში,მშობლებს მიეცემათ საშუალება ბავშვის შეძენის შემდეგ თავად აირჩიონ დეკრეტულ შვებულებაში დედა გავა თუ მამა.

,,ჩვენ გვაქვს შემოთავაზებული საქართველოსთვის ერთი ძალიან ახალი რამ. ეს გახლავთ ის რომ მშობიარობის შემდგომ თავად აირჩიონ რომელი გამოიყენებს დეკრეტულ შვებულებას იმის მიხედვით, რომლის სახლში დარჩენის შემთხვევაში ნაკლები ფინანსური ზიანი მიადგება ოჯახს,“ - აღნიშნა წულუკიანმა.

მისივე თქმით, კანონპროექტში ყურადღება გამახვილებული იქნება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თანაბარი პირობების ფარგლებში თანაბარი ანაზღაურების უზრუნველყოფა, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრა, ცვლაში მუშაობისას განსაზღვრული სამუშაო დროის დარეგულირება, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისას თანხმობის სავალდებულოობა, ღამით მუშაობის შეზღუდვა, ქალთა განსაკუთრებული კატეგორიისთვის, დამატებითი შესვენება მეძუძური ქალებისთვის, შვებულება ორსულობის მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო და სხვა.

ქალთა შრომითი უფლებების კუთხით კოდექსში შემავალი ცვლილებები რეფორმის მეორე ეტაპია. მინისტრის თქმით ეს შემოთავაზებები მხოლოდ პროექტია და სანამ პარლამენტს წარედგინება, კონსულტაციები გაიმართება როგორც საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, ისე დასაქმებულთა გაერთიანებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100