ჩინელმა ჟურნალისტმა თავი ხეზე მიიბა და ტაიფუნის ეპიცენტრიდან რეპორტაჟი წაიყვანა (ვიდეო)
საპორტო ქალაქ ნინბოში ადგილობრივმა ჟურნალისტმა უნიკალური რეპორტაჟი წარმოადგინა. როდესაც ტაიფუნის საშიშროება უკვე აშკარა იყო, გოგონამ თავი ხეზე მიიბა და რეპორტაჟი ისე წაიყვანა.
სიუჟეტი სწროედ მაშინ იქნა გადაღებული, როცა ქალაქს ტაიფუნი „ხაიკუი“ დაატყდა თავს, რომელმაც მანამდე აღმოსავლეთ სანაპიროზე 130 ადამიანი იმსხვერპლა.
საქმე იმაშია, რომ ჟურნალისტმა ტაიფუნის ეპიცენტრიდან რეპორტაჟის მომზადების შესახებ დავალება ხელმზღვანელობისგან მიიღო. როგორც დასავლური მედია წერს, აზიელ ჟურნალისტებს ასე მკაცრად ხშირად ექცევიან. გოგონა ბოლო ხმაზე განწირული ყვიროდა, შემდეგ კი იძულებული გახდა წონასწორობის შესანარჩუნებლად ჩამუხლულიყო.
კომენტარი