სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საშინელი დაავადებით გატანჯული ადამიანები: ჩინელი, რომელიც 21 წელია, პირს ვერ ხურავს

34 წლის ჩინელი ვან იუპინგი აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანია, ოღონდ განსხვავებული იმითაა, რომ 21 წელის, პირს ვერ ხურავს - ამაში მას უჩვეულოდ გრძელი ენა უშლის ხელს. ენა, რომელიც 21 სმ სიგრძის, 10 სმ სიგანისა და 7 სმ-ის სისქისა...

ვან იუპინგს ძალიან უჭირს ნორმალურად საუბარი და კვება. 6 წლის ასაკიდან მისმა სახემ და ენამ შეშუპება დაიწყო, 13 წლის ასაკში კი მას უკვე პირის დახურვა არ შეეძლო ისე, როგორც ამას სხვა ადამიანები აკეთებენ. ამ ანომალიის მთავარი საშიშროება ისაა, რომ სესაძლოა, ენის ქვეშ განთავსებული რბილი ქსოვილების დარღვევამ სასიკვდილო სისხლდენა გამოიწვიოს.

სახელგანთქმულ მედიკოსებთან რამდენიმე ვიზიტის შემდეგ ვან იუპინგს გამოჯანმრთელების იმედი გაუჩნდა და მზადაა, მე-4 სამხედრო ჰოსპიტალში ქირურგიული ოპერაცია ჩაიტაროს. ეს ადამიანი გარშემომყოფთ ძალიან უყვართ - მისი კეთილი ბუნებისა და მიმნდობი ხასიათის გამო. მისი ახლობლები არც კი იმჩნევენ მის ფიზიკურ დეფექტს და მზად არიან, ქირურგული ჩარევისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებაშიც დაეხმარონ.

იმის მიუხედავად, რომ ვან იუპინგის მდგომარეობა, ერთი შეხედვით, განკურნების არნაირ იმედს არ იძლევა, ექიმები აცხადებენ, რომ კონკრეტული გეგმა აქვთ შემუსავებული და 3 წელიწადში, როცა იუპინგს 5 სხვადასხვა სახის ოპერაციას ჩაუტარებენ, „სულ სხვა შესახედაობის ადამიანი“ იქნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100