სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ქამრები აწყდა და მიცვალებული გადაისროლა... ქალმა ლაპარაკი დაიწყო. გაყინული ყოფილა" - ექიმი ბელა მეტრეველი აფხაზეთის ომის სულისშემძვრელი და უცნობი ისტორიებით

ომის ქარ-ცე­ცხლი სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რავ ადა­მი­ანს აქვს გა­მოვ­ლი­ლი. სა­კუ­თარ ტყავ­ზე არა­ერ­თმა გა­მოს­ცა­და ომის კოშ­მა­რი. იმას, რა­საც ახლა მო­გიყ­ვე­ბით, აღელ­ვე­ბი­სა და ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე ვერ წა­ი­კი­თხავთ. სა­უ­ბა­რია ექიმ­ზე, რო­მე­ლიც სო­ხუ­მის ჰოს­პი­ტალ­ში ბომ­ბე­ბის ქვეშ სა­კუ­თარ სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას პირ­ნათ­ლად ას­რუ­ლებ­და... იქ გა­კე­თე­ბულ ბოლო ოპე­რა­ცი­ა­ზეც, რო­მე­ლიც ქი­რურ­გებ­მა - გია შერ­ვა­ში­ძემ, გუ­რამ ტორ­ჩი­ნა­ვამ და მალ­ხაზ მირ­ცხუ­ლა­ვამ ჩა­ა­ტა­რეს, ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი, ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი ბელა მეტ­რე­ვე­ლი კო­ლე­გა თე­მურ ბარ­კა­ლა­ი­ას­თან ერ­თად, მათ გვერ­დით იდგა. ქალ­ბა­ტო­ნი ბელა გვე­უბ­ნე­ბა, რომ ამ ადა­მი­ა­ნე­ბი­დან დღეს ცო­ცხა­ლი არც ერთი აღარ არის... ბელა მეტ­რე­ვე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხუ­რის თა­და­რი­გის ოფი­ცე­რია, გი­ნე­კო­ლო­გი-რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გი, ანეს­თე­ზი­ო­ლოგ-რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, ერთ-ერთი კლი­ნი­კის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და კლი­ნი­კუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი. მას უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის ფონ­ზე, ამ დღე­ებ­ში სულ დე­ტა­ლებ­ში გა­უ­ცო­ცხლდა აფხა­ზე­თის ომის დროს გა­და­ტა­ნი­ლი მძი­მე დღე­ე­ბი... - ის, რაც აფხა­ზე­თის ომში მოხ­და, ბო­ლომ­დე ჩვენს მე­გო­ბარ აფხა­ზებ­საც არ ჰქონ­დათ დაშ­ვე­ბუ­ლი და წარ­მოდ­გე­ნი­ლი. რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, ერ­თმა­ნე­თის­თვის ავ­ტო­მა­ტი ასე მიგ­ვეშ­ვი­რა. ექი­მე­ბი რა თქმა უნდა, სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის კონ­ვე­ი­ერ­თან, თი­თო­ე­უ­ლი ჯა­რის­კა­ცის გა­და­სარ­ჩე­ნად მყა­რად ვი­დე­ქით. მი­უ­ხე­და­ვად ეროვ­ნე­ბი­სა, ყვე­ლა დაჭ­რილს ვეხ­მა­რე­ბო­დით. მოჰ­ყავ­დათ ქარ­თვე­ლიც, აფხა­ზიც, რუ­სიც, სო­მე­ხიც, ბერ­ძე­ნიც. გვარს არა­ვის ვე­კი­თხე­ბო­დით და არც იმას, ფრონ­ტის რო­მელ მხა­რეს იყო დაჭ­რი­ლი... ჩვენს მო­ვა­ლე­ო­ბას ვას­რუ­ლებ­დით, ვიბ­რძო­დით მათი სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად. - უკ­რა­ი­ნა­ში დღეს იგი­ვე ხდე­ბა... რუ­სე­თი ბომ­ბავს სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს, ეს­ვრის და­უც­ველ ადა­მი­ა­ნებს... - დეჟა­ვიუ და­მე­მარ­თა... გუ­ლის ყვე­ლა თა­რო­ზე შე­მო­დე­ბუ­ლი პა­ტარ-პა­ტა­რა ამ­ბა­ვი, რო­მელ­საც ადრე ჩა­ნა­წე­რე­ბა­დაც ვაგ­რო­ვებ­დი, გა­მი­ახ­ლდა. ის ჭრი­ლო­ბე­ბი ნელ-ნელა იხ­სნე­ბა და თავს მახ­სე­ნებს. აფხა­ზე­თის ომის დროს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად იბომ­ბე­ბო­და ჩვე­ნი სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლიც, იბომ­ბე­ბო­და ორი­ვე ჰოს­პი­ტა­ლი, პირ­ვე­ლიც და მე­ო­რეც. მე მე­ო­რე­ში ვმუ­შა­ობ­დი. იყო ასე­თი შემ­თხვე­ვა - უმ­ძი­მე­სი პა­ცი­ენ­ტი მეწ­ვა ნარ­კო­ზის ქვეშ, რო­მე­ლიც სა­ინ­ტუ­ბა­ციო მი­ლი­ა­ნად აფეთ­ქე­ბის ხმამ მო­მიგ­ლი­ჯა, სა­დღაც კუ­თხე­ში გა­და­აგ­დო. მერე ფორ­თხვით მი­ვე­დით, ვი­პო­ვეთ, ყვე­ლა­ფე­რი თავ­ზე ეყა­რა. ღმერ­თის წყა­ლო­ბით მილი მოხ­სნი­ლი არ იყო. მი­ვა­გო­რეთ სა­ნარ­კო­ზო აპა­რა­ტი და იქვე, ია­ტაკ­ზე­ვე გა­ვაგ­რძე­ლეთ მისი რე­ა­ნი­მი­რე­ბა. სა­ო­ცა­რი სი­ტუ­ა­ცია იყო... რო­გორც კონ­ვე­ი­ერ­ზე, ისე მოჰ­ყავ­დათ დაჭ­რი­ლიც და მკვდა­რიც. ერთხელ პო­ზი­ცი­ი­დან უმ­ძი­მე­სი დაჭ­რი­ლე­ბი მო­იყ­ვა­ნეს, ერთ-ერთს დიდი სის­ხლის კოლ­ტი ჰქონ­და სა­ხე­ზე, რად­გა­ნაც ხა­ხა­ში გამ­ჭო­ლი, უმ­ძი­მე­სი ჭრი­ლო­ბა მი­ე­ღო. სის­ხლი სდი­ო­და. ჯი­ბი­დან სა­ბუ­თი ამო­ვუ­ღე, რომ გა­მე­გო, ვინ იყო, ის­ტო­რი­ა­შიც ხომ უნდა ჩა­მე­წე­რა. გვა­რად ლო­მი­ძე აღ­მოჩ­ნდა, სო­ხუ­მე­ლი, ჩამ­ბას ქუ­ჩი­დან. მი­თხრეს, ინ­ტუ­ბა­ცი­ას ვერ მო­ა­ხერ­ხე­ბო. მა­ინც ვცა­დოთ-მეთ­ქი. პირ­ვე­ლი­ვე მცდე­ლო­ბი­სას ჩავ­დგი სა­ინ­ტუ­ბა­ციო მილი, გა­ვა­კე­თეთ ტამ­პო­ნი და ბიჭი გა­და­ვარ­ჩი­ნეთ. ქა­ლაქ­ში თბი­ლი­სე­ლი ექი­მე­ბი იყ­ვნენ, მე­ო­რე დღეს ჩვენ­თან, უმ­ძი­მე­სი პა­ცი­ენ­ტე­ბის სა­ნა­ხა­ვად მო­ვიდ­ნენ. მათ შო­რის იყოს ბო­ხუა, სის­ხლძარ­ღვთა ცნო­ბი­ლი ქი­რურ­გი. მო­მიყ­ვა­ნეთ ის ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი, ვინც ლო­მი­ძეს ინ­ტუ­ბა­ცია გა­უ­კე­თაო. ისე­თი მკაც­რი ხმა ჰქონ­და, ავი­წუ­რე, თუმ­ცა მა­შინ­ვე ვუ­თხა­რი - მე ვარ-მეთ­ქი. მე ექიმს ვკი­თხუ­ლო­ბო (ეტყო­ბა, არ მქონ­და ექი­მის გა­რეგ­ნო­ბა) ექი­მი ვარ-მეთ­ქი. თქვენ გა­ა­კე­თეთ, კო­ლე­გა? ხელი ჩა­მო­მარ­თვა. გი­ლო­ცავთ, ეს უმაღ­ლე­სი პი­ლო­ტა­ჟია, კი­დევ ბევ­რჯერ შევხდე­ბით ერ­თმა­ნეთ­სო... იმ დროს ჩვე­ნი ჰოს­პიტ­ლის და­ბომბვა და­ი­წყო. გა­და­წყდა, ნა­ო­პე­რა­ცი­ე­ბი პა­ცი­ენ­ტე­ბი პირ­ველ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაგ­ვეყ­ვა­ნა და მხო­ლოდ ახა­ლი დაჭ­რი­ლე­ბი მიგ­ვე­ღო. ამი­ტომ, ლო­მი­ძეც პირ­ველ ჰოს­პი­ტალ­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ. შემ­დეგ დღეს ისევ ვმუ­შა­ობ­დი, მო­რი­გე ვი­ყა­ვი და გა­ვი­გეთ, რომ ბომ­ბე­ბი პირ­ველ სა­ა­ვად­მყო­ფოს და­უ­ში­ნეს. მა­შინ იცით, რომ კო­მუ­ნი­კა­ცია ჭირ­და, მით უფრო, ომის დროს, მაგ­რამ რო­გორ­ღაც პირ­ველ ჰოს­პი­ტალ­ში და­რეკ­ვა მო­ვა­ხერ­ხე. რა ხდე­ბა თქვენ­კენ-მეთ­ქი? და­ვი­ბომ­ბეთ და ხალ­ხი და­ი­ღუ­პაო. მა­შინ­ვე ლო­მი­ძე ვი­კი­თხე. ლო­მი­ძე და­ი­ღუ­პაო... ჩემი სიმ­წრით გა­დარ­ჩე­ნი­ლი ბიჭი იმ და­ბომბვას შე­ე­წი­რა. ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე... უკვე დევ­ნი­ლო­ბა­ში აქ, თბი­ლის­ში გოგა თო­ლორ­და­ვამ გა­ა­კე­თა დევ­ნილ­თა ჰოს­პი­ტა­ლი, სა­დაც 5-6 ექი­მი რო­მე­ლიც იქ ბოლო დღე­ებ­ში ერ­თად ვი­ყა­ვით, ისევ შე­ვიკ­რი­ბეთ. მთე­ლი აფხა­ზე­თის დევ­ნი­ლო­ბა ჩვენ­თან მო­ე­მარ­თე­ბო­და და ვეხ­მა­რე­ბო­დით... სა­დღაც 1994 წელს, კა­ბი­ნეტ­ში ძა­ძებ­ში ჩაც­მუ­ლი ქალი შე­მო­ვი­და, რო­მელ­საც ახალ­გაზ­რდა გოგო ახ­ლდა. მე და რეზო სუ­ლუ­ხია ვი­ყა­ვით (სო­ხუ­მის სამ­შო­ბი­ა­როს მთა­ვა­რი ექი­მი). ქალ­ბა­ტო­ნი დაჯ­და და ვხე­დავ, რომ გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი დე­დაა, გულ­ზე სამი გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭის სუ­რა­თი უკი­დია. რა გვა­რი ბრძან­დე­ბით-მეთ­ქი? - ვკი­თხე. ლო­მი­ძეო... მე ვი­ყა­ვი თქვე­ნი შვი­ლის ექი­მი-მეთ­ქი. ატირ­და და მი­თხრა, - ვიცი, ეს ის­ტო­რია, ჩემ­მა შვი­ლებ­მა მი­ამ­ბე­სო. თურ­მე მა­შინ ძმე­ბი ახ­ლდა მას და ისი­ნი პატ­რო­ნობ­დნენ. რო­გორ ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ასე შეგ­ხვდე­ბო­დი­თო... წყარო: ამბები.ჯი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100