სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილის ახალი რეზიდენცია თბილისში - ხალხისთვის ნაჩუქარ ქონებას ოლიგარქი უკან იბრუნებს

ივანიშვილის ახალი რეზიდენცია თბილისში. ხალხისთვის ნაჩუქარ ქონებას, რომელიდ ოლიგარქმა საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" გადაუფორმა უკან იბრუნებს. საუბარია 42 ათას კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე და მასზე დაშენებულ თაბორი რეზიდენსზე, რომელსაც ივანიშვილი იბრუნებს. ეს პროცესი უკვე დაწყებულია.

საჯარო რეესტრში გუშინ დაიწყო ბიძინა ივანიშვილის კუთვნილმა კომპანიამ პროცედურები, თუმცა აღმოჩნდა, რომ უკან გადმოფორმების პროცესი იმდენად ბუნდოვანია, რომ რეესტრმაც დაბლოკა აღნიშნული პროცესი.

დოკუმენტში ფორმდება ისე, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი უკან ყიდულობს ფონდ "ქართუსგან" აღნიშნულ კომპანიას, რომელიც 3 წლის წინ ქველმოქმედებისთის "ქართუს" გადასცა, თუმცა ამ დოკუმენტში არ წერია კონკრეტული თანხა, რა თანხის სანაცვლოდ ცდილობს ოლიგარქი ფონდისგან მისი ქონების გამოსყიდვას, რომელიც ხალხს გადასცა.

პოლიტიკოს ირაკლი აბესაძეს აინტერესებს, მაშინ როდესაც ივანიშვილის ანგარიშები შვეიცარიის ბანკში გაყიდ~ნულია, რა ფინანსები ხვდება საქველმოქმედო ფონდში და რა ფინანსებით ხორციელდება მისი პირადი ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

"ქველმოქმედების საფარქვეშ ხორციელდებოდა ეს პროექტი და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ახლა, ივანიშვილის კუთვნილი კომპანია, რომელიც ადრე მართავდა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრს სოლოლაკის ქედზე, უკან იბრუნებს ამ პროექტის მნიშვნელოვან ნაწილს. როგორც ჩანს, ივანიშვილს არ სურს, საზოგადოებისთის ცნობილი იყოს, რა თანხის გადახდას აპირებს, ბრჭყალებში ვიხდი გადახდას, ამ ქონებსი გამოსასყიდად, შესაბამისად, რეესტრს მოუწია, რომ ეს ტრანზაქცია დაეხარვეზებინა, იმიტომ, რომ ჩუქებასა და ნასყიდობას შორის მნიშვნელოვანი სამართლებრივი განსხვავებაა, მათ შორის საგადასახადო დაბეგვრის კუთხით. ამიტომ, ივანიშვილს მოუწევს, რომ ეს ხარვეზი შეავსოს. თავად ივანიშვილი წუწუნებს ქართველ საზოგადოებასთან, რომ მისი თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი შვეიცარიაში დაყადაღებულია და მას არ ეძლევა საშუალება მის ანგარიშებთან წვდომის. მაშინ, რა ფინანსები ხვდება საქველმოქმედო ფონდში და რა ფინანსებით ხორციელდება მისი პირადი ინფრასტრუქტურის მშენებლობა?"- ამბობს ირაკლი აბესაძე.

საეჭვო ტრანზაქციებიდან ორი წლის თავზე, დასტურდება რომ თავის დროზე ყველაფერი ფორმალობა იყო. შუშის სასახლეზე მაღლა, თაბორის მთის წვერზე, ივანიშვილი, სავარაუდოდ, ახალ რეზიდენციას მოიწყობს.

ფაქტობრივად დადასტურდა, რომ ხალხისთვის ნაჩუქარი ფული და ქველმოქმედება მხოლოდ გეგმის ნაწილი იყო, რადგან დროებით გასხვისებული ქონების უკან დაბრუნდებს, წინ ბლუმბერგის მონაცემებიც უსწრებდა. დადგენილია, რომ ივანიშვილის ქონება ახლა ისტორიულ მაქსიმუმზეა.

ეს ის ტერიტორიაა, რომელზეც "შაბათის ეთერი" ჯერ კიდევ თვების წინ გიყვებოდათ, რომ იქ ივანიშვილის ახალი რეზიდენცია ეწყობოდა. ახლა პრაქტიკულად ეს ამბავი დადასტურდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100