სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ვერ საუბრობს, ლოგინად არის ჩავარდნილი" - სააკაშილის მდგომარეობა დამძიმდა

მიხეილ სააკაშვილს ძვლების განლევა დაეწყო. მე-7 დღეა საქართველოს მესამე პრეზიდენტი ლოგინადააა ჩავარდნილი. ექიმების პროგნოზით უახლოეს საათებში სააკაშვილს ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა დასჭირდება.

"ვივა-მედიდან" გამოსული მნახველები ღიად ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტმა კომუნიკაციის უნარებიც დაკარგა.

ერთი კვირაა მიხეილ სააკაშვილს გაუსაძლისი ტკივილები აქვს კიდურების. ლოგინიდან ვეღარ დგება, ტკივილები აქვს ვინაიდან კიდურებში, ტკივილგამაყუჩებლებს უკეთებენ და საუბარიც უჭირს. არ უდნა საუბარი, უხასიათოდ არის, მივარდნილი... სიმართლე გითხრათ, ასეთ მდგომარეობაშ არასდროს მინახავს. ის ტელეგადაცემებს ადევნებდა თვალს, საუბრობდა, მაგრამ ახლა უკვე საუბირს სურვილიც არ აქვს. ფაქტობრივად, არაფერზე საუბრობს. ჩვენი შეხვედრა იმით შემოიფარგლება, რომ „გამარჯობას“ ვეუბნებით და რამდენიმე წუთის შემდეგ ვტოვებთ მის პალატას. ერთი კვირაა უკვე ასეთ მდგომარეობაშია, გაუსაძლის, მივარდნილ მდგომარეობაში. გადატრიალების უნარიც არ აქვს, - ამბობს ადვოკატი ილია ლომია.

პარალელურად, თითქმისს მზადაა სახალხო დამცველის კონსილიუმის დაკვნაც. მედიკოსი გიორგი გრიგოლია არ გამორიცხავს, რომ მესამე პრეზიდენტს უმოქმედობისგან, ფილტვების ანთებაც დაემართოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100