სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ასზე მეტი უკრაინელი ბავშვი მოკლეს - უკრაინული მხარე

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ასზე მეტი უკრაინელი ბავშვი მოკლეს. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს დილის მონაცემებით დაღუპულია 103 ბავშვი. იუსტიციის სამინისტრო ამ რესურსს გამოიყენებს სტრასბურგის სასამართლოში საჩივრისთვის. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო კი გამოიყენებს გაეროში საჩივრისთვის. ჩვენ ვინახავთ კონფიდენციალურ ინფორმაციას იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც აცხადებენ დანაშაულის შესახებ და გვაწვდიან მტკიცებულებებს“, - აცხადებს უკრაინის გენერალური პროკურორი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100