სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში 21 წლის ბიჭი გამვლელმა პირმა დაჭრა, შემდეგ კი გაიქცა

თბილისში, გლდანის დასახლებაში 21 წლის ზუგდიდელი გიგი თოლორაია შემთხვევით გამვლელმა პირმა დაჭრა. შემთხვევა სათვალთავალო კამერამ დააფიქსირა.

როგორც „პრაიმტაიმს“ დაჭრილის ნათესავმა უთხრა, კამერებში ჩანს, გვერდს უვლის და უკნიდან ურტყამს სამჯერ, შემდეგ კი გარბის.

„გუშინ თბილისში მამიდაშვილის ბიჭი (21 წლის გიგი) ფსიქიურად შეურაცხადმა გამვლელმა დაჭრა, სათვალთვალო კამერებმა გადაიღო ფაქტი. ნეკნები და სამი ორგანო აქვს დაზიანებული, ერთი ამოუღეს.

ვის უნდა მოვკითხოთ, რომ ასეთი ადამიანები იყვნენ სპეციალიზებულ კლინიკებში და საფრთხეს არ უქმნიდნენ გარშემომყოფებს, საერთოდ ვის მოვთხოვოთ უსაფრთხო ცხოვრების უფლება?

ღმერთს ყვარებიხართ, მალე გამოჯანმრთელება განსაკუთრებულად კარგ ბიჭ გიგის“,- წერს სოციალურ ქსელში გიგის მამიდაშვილი ნათია გოგოხია.

მისივე ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100