სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყველაზე სიმპატიურ და სექსუალურ პატიმარს მეოთხე შვილი Topshop-ის მეპატრონის ქალიშვილმა გაუჩინა

ამერიკის ყველაზე სიმპატიურ და სექსუალურ პატიმრად აღიარებული ჯერემი მიქსი მეოთხე შვილის მამა გახდა. მას ვაჟი - ჯეიდენ მიქს-გრინიTopshop-ის მეპატრონის, ფილიპ გრინის ქალიშვილისგან 27 წლის ქლოე გრინისგან ეყოლა.

ყვითელმა პრესამ მარტში გაავრცელა ინფორმაცია, რომ წყვილი, სავარაუდოდ, ბავშვს ელოდებოდა და მათი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა.

თავად შეყვარებულები კი ამ ამბავზე კომენტარს არ აკეთებდნენ. ინსაიდერის თქმით, ქლოეს დიდი ხნის ოცნება იყო, დედა გამხდარიყო.

შეგახსენებთ, რომ ყველაზე ლამაზი დამნაშავისა და Topshop-ის მეპატრონის ქალიშვილის რომანი გასულ ზაფხულს დაიწყო, როდესაც ქსელში მათი თურქეთში დასვენების ამსახველი ფოტოები გავრცელდა. იმ მომენტისთვის მიქსი დაქორწინებული იყო, რომელთანაც სამ შვილს ზრდიდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100