"ქართული ოცნების" აქტივისტებმა ტაქსის მძღოლს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს
რამდენიმე წუთის წინ, ინციდენტი მოხდა კოსტავას ქუჩაზე. „თავისუფლების მოედნისაკენ“ მიმავალ „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, რომლებსაც როგორც ჩანს თავი უკვე ქალაქის მბრძანებლები ჰგონიათ, თავის გზაზე მიმავალმა ტაქსმა „შეფერხება შეუქმნა“. ამ „აღმაშფოთებელმა შემთხვევამ“ „ოცნებისტების“ განრისხება გამოიწვია. ისინი თავს დაესხნენ ტაქსის მძღოლს და უცენზურო სიტყვებით შეამკეს.
როგორც თვითმხილველები იუწყებიან, „ოცნებისტები“ აგრესიულად იქცეოდნენ, ისინი უყვიროდნენ მძღოლს: მოაშორე აქედან მანქანა, კადრში არ გამოჩნდეს. მძღოლი კი ამაოდ ცდილობდა გამწარებული აგრესორებისაგან თავის დაღწევას და უხსნიდა: მე მოქალაქე ვარ, ჩემ საქმეს ვაკეთებ...
მოკლედ, როგორც ჩანს შარშანდელი მაისის ისტორია მეორდება, როცა აგრესიული მომიტინგეები უბრალო მოქალაქეებს ესხმოდნენ თავს, ვინც მათ „თვალში არ მოუვიდოდათ“. ბიძინას და ბურჯანაძის მიტინგების და მხარდამჭერების მსგავსება კი ამ დროიდანვე უკვე თვალსაჩინოა...
კომენტარი