"ის, რომ ჟურნალისტს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა - ეს არის ყალბი ინფორმაცია" - ანახეთ ეს კადრები ირაკლი კობახიძეს (ვიდეო)
ჟურნალისტი თვითონ ამბობდა, რომ მას მოხვდა კამერა, - ამის შესახებ ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სადაც იქნება კონკრეტული დარღვევა, აუცილებლად მოხდება რეაგირებაც.
"ჟურნალისტი თვითონ ამბობდა, რომ მას მოხვდა კამერა. ზუსტად 2 წუთში, წამყვანმა თქვა, რომ მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა - ეს არის ყალბი ინფორმაცია. ეს არის ქარიშხალი ჭიქაში, ამ შემთხვევაში ტელევიზორში, რასაც ჩვენ მიჩვეულნი ვართ წინასაარჩევნოდ. სადაც არის კონკრეტული დარღვევა, წარმოადგინონ ფაქტები და რა თქმა უნდა იქნება რეაგირება, რაზეა საუბარი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, გლდანში ნომერ 79-ე საარჩევნო უბანთან "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას "ტვ პირველის" ჟურნალისტი დაშავდა.
კომენტარი