ასპინძაში ტრაილერი გადატრიალდა - დაღუპულია 30 წლამდე ბიჭი
ახალციხე–ასპინძის გზაზე, ტრაილერის გადაბრუნების შედეგად 30 წლამდე
კაცი დაიღუპა - ინფორმაციას ამის შესახებ "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
თვითმხილველების განმარტებით, ტრაილერი ასპინძიდან ახალციხის მიმართულებით
მოძრაობდა. შემთხვევა, დღეს 25 ოქტომბერს, 5:00 საათზე მოხდა. მოსახვევში
სატვირთო მანქანა, მძღოლის მხარეს გადატრიალდა, ი.ზ–მ გადმოსვლა ვერ
მოასწრო.
გარდაცვლილი ახალციხის პროზექტურაში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
შსს–მ გამოძიება 276 მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო. რაც გულისხმობს ქმედებას, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
კომენტარი