მაგდა პაპიძე არ გათხოვილა
პენიტენციურ დაწესებულებაში მაგდა პაპიძის ქორწინების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
როგორც უწყებაში tvpirveli.ge-ს განუცადეს, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
გუშინ ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამუდამო პატიმრობა მისჯილი პაპიძე ციხეში დაქორწინდა.
მაგდა პაპიძე მეუღლისა და 5 წლის შვილის მკვლელობის ბრალდებით 2015 წლის 20 დეკემბერს დააკავეს. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 2016 წლის ივლისში უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
კომენტარი