რა გახდა სანადირო თოფით სიძის მკვლელობის მიზეზი? - შსს-მ მამაკაცი დააკავა
ბაბისაშვილს, საკუთარი დის ოჯახიდან წაყვანა უნდოდა, რომელიც ბენაშვილთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა.
შელაპარაკება სიძე-ცოლისძმას შორის, მკვლელობით დასრულდა. პოლიციამ ბაბისაშვილი უკვე დააკავა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ბ.-მ, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, მის დასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, 1982 წელს დაბადებულ ზ.ბ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
სამართალდამცველებმა თ.ბ. მომხდარი დანაშაულიდან მალევე, სოფელ ფშაველში დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - ნათქვამია ინფორმაციაში.
კომენტარი