სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვანუატუს მინიშნება ჩინეთს: 34 მილიონიანი დახმარება, ან ტაივანის აღიარება

ჩვენთვის კარგად ცნობილი წყნარი ოკეანის ქვეყანა - ვანუატუ პოლიტიკურ ვაჭრობაში ამჯერად ჩინეთთანაა ჩაბმული. როგორც „დეილი პოსტი“ იუწყება, ვანუატუ ჩინეთისგან დაჟინებით მოითხოვს 34 მილიონი დოლარის გამოყოფას. ამ მოთხოვნის წამოყენების დროს ვანუატუს ოფიციალურმა პირებმა არაორაზროვნად მიანიშნეს, რომ თუ დაფინანსებას ვერ მიიღებს, ვანუატუმ, შესაძლოა, ტაივანთან ოფიციალური ურთიერთობა დაამყაროს და, პეკინის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობაც კი აღიაროს.

ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალფრედ კარლომ აღნიშნა, რომ ვანუატუ ჩინეთისგან უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს: „ჩვენ მუდამ ვეხმარებოდით ვანუატუს, ძირითადად, გაეროში, კენჭისყრის დროს“, - აღნიშნა კარლომ და დაამატა:- „ვანუატუს უფრო მეტი აქვს გაკეთებული ჩინეთისთვის, ვიდრე პირიქით“.

ვანუატუში ერთხელ უკვე იყო ტაივანის აღიარების მცდელობა ჩინეთისგან დაფინანსების მიღების სანაცვლოდ. 2004 წელს მაშინდელმა პრემიერმა ტაივანის აღიარების საკითხი ოფიციალურასდ დააყენა, მაგრამ ამას დიდი სკანდალი მოჰყვა: პრემიერს თანამდებობის დატოვება მოუხდა, ხოლო აღიარება არ შედგა.

ახლა ეს თემა ხელახლა აგორდა და ვანუატუ აცხადებს, რომ ტაივანში საკუთარი სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნას აპირებს, რასაც შესაძლოა, ვანუატუს მხრიდან ტაივანის აღიარებაც მოჰყვეს. ვანუატუში ჩინეთის ელჩი კი იმედოვნებს, რომ საქმე აქამდე არ მივა.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100