სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსახიობი კოტე თოლორაია გარდაიცვალა

კინოსა და თეატრის მსახიობი კოტე თოლორაია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

კონსტანტინე თოლორაია 1926 წლის 9 თებერვალს დაიბადა თბილისში. 1947 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. 1967 წლიდან რუსთაველის თეატრში განაგრძო სამსახიობო მოღვაწეობა, ხოლო 1975 წელს ისევ მარჯანიშვილის თეატრს დაუბრუნდა. 1967 წელს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მიიღო.

მსახიობმა ისეთ ფილმებში მიიღო მონაწილეობა, როგორიცაა: „მაცი ხვიტია“, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, „ალავერდობა“, „სამოთხის გვრიტები“, „იავნანა“ და ა.შ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100