სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინმეს რომ სარაკეტო თავდასხმა დალასში ან დრეზდენში მოეწყო, რა დაერქმეოდა, ტერორიზმი არა? - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი მოითხოვს, რომ ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმას შემდეგ, რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ გამოცხადდეს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის გარდა, მსოფლიოს არც ერთი სახელმწიფო არ აძლევს თავს უფლებას, ყოველდღე მშვიდობიანი ქალაქები და მოქალაქეები გაანადგუროს.

"ვინმეს რომ სარაკეტო თავდასხმა, ღმერთმა ნუ ქნას და, დალასში ან დრეზდენში მოეწყო, რა დაერქმეოდა ამას, განა ტერორიზმი არა?

ვინიცაზე განხორციელებული იერიში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ უნდა გამოცხადდეს.

მსოფლიოში არც ერთი სახელმწიფო არ წარმოადგენს ისეთ ტერორისტულ საფრთხეს, როგორიც რუსეთი.

მსოფლიოს არც ერთი სახელმწიფო არ აძლევს თავს უფლებას ყოველდღე გაანადგუროს მშვიდობიანი ქალაქები და მოქალაქეები.

ერთი სარაკეტო იერიშით ვინიცაში 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ათ წლამდე ბავშვი და სამწუხაროდ, ეს არ არის საბოლოო ციფრები.

სამაშველო სამუშაოები გრძელდება, ნანგრევებში ადამიანები არიან, ჰოსპიტალიზებულთა შორის ბევრი კრიტიკულ მდგომარეობაშია“. - ამბობს ზელენსკი.


ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმა რუსეთმა გუშინ განახორციელა. ქვეყნის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ქალაქი საკრუიზო რაკეტებით, შავი ზღვის წყალქვეშა ნავიდან დაბომბეს. არიან გარდაცვლილები, მათ შორის ბავშვებიც. ათეულობით ადამიანი სამედიცინო ცენტრში არის გადაყვანილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100