სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსთავში ბუნებრივი აირით 9 ადამიანი მოიწამლა

რუსთავში, მესხიშვილისა და ახმეტელის ქუჩებზე ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის ორი ფაქტი დაფიქსირდა.


მესხიშვილის ქუჩაზე ინტოქსიკაცია ორმა ქალმა და მცირეწლოვანმა ბავშვმა მიიღეს, ახმეტელის ქუჩაზე კი ბუნებრივი აირის ნამწვით ოჯახის ექვსი წევრი მოიწამლა. ორივე შემთხვევა გამთენიისას მოხდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა, გაზით მოწამლულები ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში და კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ამ დროისათვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100