სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველი თინეიჯერის მორიგი წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე

რუმინეთში გამართული საერთაშორისო მუსიკალური კონკურსისმსოფლიოს ფერები-ს გამარჯვებული ქართველი ირინა ხეჩანოვი გახდა.

აღნიშნული ფესტივალი რამოდენიმე მიმართულებას მოიცავს და მათ შორისაა მუსიკალური კონკურსი, რომელშიც წელს მსოფლიოს 150 ქვეყნის კონკურსანტი მონაწილეობდა.

ფესტივალის გამარჯვებულს, 16 წლის ირინა ხეჩანოვს დრონი.ჯი-ს ჟურნალისტი გაესაუბრა.

-ირინა პირველ რიგში გილოცავთ გმარჯვებას, გვაინტერესებს ფესტივალის შესახებ ყველაფერი, როგორ ემზადებოდი, როგორ იმღერე და როგორ გაიმარჯვე.

- ფესტივალის გამარჯვებული 16 ივნისს გავხდი. თუმცა ფინალამდე გარკვეული გზა გავიარე. ჯერ საქართველოში ჩატარდა პირველი ტური, აქ ვიმღერე თურქული სიმღერა და საქართველოში გამარჯვების შემდეგ წავედით თურქეთში სადაც მიმდინარეობდა კონკურსისთვის მზადება.

თურქეთში ძალიან კარგი პერიოდი იყო, თან ვემზადებოდით, თან ვერთობოდით, დავდიოდით ექსკურსიებზე, 150 ქვეყნიდან ვიყავით ბავშვები ჩასული. ყველანი ისე დავმეგობრდით უკვე მენატრებიან. იმედი მაქვს მომავალ წელსაც მიმიწვევენ და ვნახავ ბავშვებს.

თურქეთიდან წავედით რუმინეთში. ბუქარესტში ჩატარდა ფინალი, სადაც საქართველოს სახელით წარვსდექი თამარ გვერდწითელის სიმღერით „საქართველო“ და გავიმარჯვე.

იცით როგორ არის?? ამ ოლიმპიადას აქვს ორი ჯგუფი, ერთ ჯგუფში არის ათი ფინალისტი, რომლებიც თურქულად მღერიან (რადგან თურქული ფესტივალია) და მეორე ჯგუფში 10 ფინალისტი მღერის მშობლიურ ენაზე. მე მეორე ჯგუფში ვიყავი და მისი გამარჯვებული გავხდი.

ვერ აგიღწერთ რა შეგრძნება იყო, ჟიური ფეხზე ადგა და ისე მიკრავდა ტაშს, საოცრად გახარებული ვიაყვი, არასოდეს დამავიწყდება ეს შეგრძნება.

რუმინეთიდან წავედით გერმანიაში, სადაც დახურვის ცერემონია გაიმართა, სტადიონზე ჩატარდა ძალიან მასშტაბური კონცერტი და ამ კონცერტზე ვიმღერე. საოცარი შეგრძნება იყო.

-აღფრთოვანებით საუბრობ ამ ფესტივალში გამარჯვებაზე, არადა შენთვის ეს ახალი არ იყო, რადგან ჯგუფ ქენდის წევრი, როდესაც იყავი მაშინ საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული გახდი.

- როდესაც ჯგუფში მღერი სულ სხვაა. მარტო როდესაც მღერი ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, როგორ იმღერებ, როგორ წარსდგები, ხალხს როგორ დააჯერებ ამ სიმღერას. თურქები იყვნენ ძირითადად დარბაზში, მე კი ქართულად ვმღეროდი, მათ სიტყვები არ ესმოდათ, ჩემს ხმას და ემოციას აფასებდნენ.

გარდა ამისა ქენდიში როცა ვმღეროდი მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მართალია დიდი წარმატება და პოპულარობა მოვიპოვეთ, მაგრამ ჩემი ასაკის გამო ამ ყველაფერს ვერ ვაცნობიერებდი ბოლომდე, არ მქონდა გააზრებული რამხელა პროექტში ვმონაწილეობდი.

-მუსიკალურ სფეროში ასეთი სერიოზული წარმატებების შემდეგ ალბათ გეგმებიც სერიოზული გაქვს, შეგიძლია მათ შესახებ გვიამბო?

-რათქმაუნდა გავაგრძელებ ჩემს ვოკალზე მუშაობას, მინდა რომ მუსიკას გავყვე და მზად ვარ ბევრი ვიშრომო ჩემი მიზნების მისაღწევად, თუმცა თუ არ გამოვიდა და სიმღერით სერიოზულ წარმატებას ვერ მივაღწიე, მაშინ კარგად ვისწავლი და სხვა პროფესიას დავეუფლები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100