თიბისი Art-გენი 2022-ის მხარდამჭერია
თიბისი Art-გენი 2022-ის მხარდამჭერია. ყოველწლიური ფესტივალი თბილისის
ეთნოგრაფიულ მუზეუმის ძველ სცენაზე, ამფითეატრში,
15, 16, 17, და 22, 23, 24 ივლისს, პარასკევი, შაბათი-კვირის დღეებში გაიმართება.
ფესტივალი Art-გენი 2022-ის თბილისის ტური, 15 ივლისს „სუხიშვილების“ კონცერტით გაიხსნება. 16 ივლისს, დასკვნით კონცერტს GAGA FRANI გამართავს,
17 ივლისს კი - ჯგუფი REGGAEON. 22 ივლისს, ფესტივალის მაყურებლის წინაშე ნინო ქათამაძე
& INSIGHT წარსდგება. 23 ივლისს, წელს, პირველად Art-გენი სანდრო ნიკოლაძის საავტორო მუსიკის კონცერტს უმასპინძლებს.
24 ივლისს, ფესტივალის თბილისის ტურს, „33ა“-ს
დასკვნითი კონცერტი დახურავს.
ფესტივალზე, დასკვნით კონცერტებამდე დღის განმავლობაში მოეწყობა, ქართული
რეწვის გამოფენები, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული კონცერტები, ქართული სამზარეულოს
კუთხეები.
არტ-გენი 2022-ის რეგიონული ტურნე,
9 ივლისს რუსთავში გაიხსნება და 30 ივლისს, დმანისში, პანტიანის ტბაზე დაიხურება.
თიბისი მხარს უჭერს კულტურისა და ხელოვნების განვითარებას და ყოველთვის
დგას ისეთი პროექტების, ფესტივალების გვერდით, რომლებიც ამ მიზანს ემსახურებიან. Art-გენი კარგი შესაძლებლობაა ხელოვანებისთვის საკუთარი
თავის გამოსახატად, მაყურებლისთვის კი-კულტურის გასაცნობად.
კომენტარი