უსინათლო მშობლები 5 შვილს ზრდიან!
სცადეთ, თვალები სქელი ნაჭრით შეიკრათ და ჩვეულებრივი მოქმედებები შეასრულოთ: დაამზადოთ საჭმელი, დაალაგოთ ოთახი ან უბრალოდ სასეირნოდ გახვიდეთ... სცადეთ, და თქვენ მიხვდებით რას გრძნობენ უსინათლო ადამიანები!
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდს „სოციალური პარტნიორობა“ უსინათლო მეუღლეებმა ზაურ და მაია ყაველაშვილებმა თხოვნით მიმართეს მათი 5 მცირეწლოვანი ბავშვს დახმარებოდნენ. www.fsp.ge/ge/projects/160-kavelashvili/
ზაურმა და მაიამ ერთმანეთი თბილისის უსინათლო ბავშვთა სკოლაში გაიცნეს. დამეგობრდნენ, მიხვდნენ, რომ ერთად ცხოვრებისეულ სიძნელეებს უფრო ადვილად გაუმკლავდებოდნენ და დაოჯახდნენ.
როდესაც მაიამ თავისი პირველი ორსულობის შესახებ შეიტყო, მეუღლეებმა ინერვიულეს, რომ პატარას მხედველობის პრობლემები არ ჰქონოდა, მაგრამ ღვთის წყალობით, თინათინი სრულიად ჯანმრთელი დაიბადა.
მშობლებს ძალიან გაუჭირდათ ბავშვის გაზრდა, მაგრამ ერთად ყველა სიძნელეს გაართვეს თავი!
შემდეგ ქვეყანას მოევლინა მარიამი, სალომე და ქეთევანი, სამწუხაროდ გოგონები მხედველობის თანდაყოლილი პათოლოგიით დაიბადნენ. რამოდენიმე გადატანილი ოპერაციის შემდეგ, მათი მხედველობა გაუმჯობესდა. ახლა ისინი არჩევენ ფიგურებს, შეუძლიათ წერა და ხატვა, დადიან სკოლაში და წარმატებული მოსწავლეები არიან! უფროსი თინათინი მშობლებს ყველაფერში ეხმარება, თავადაც კარგად სწავლობს და სპორტითაა დაკავებული.
ცოტა ხნის წინ ყაველაშვილებს დიდი ხნის ნანატრი ბიჭი შეეძინათ. პატარა გიორგიმ ბედნიერება და სიხარული შემოიტანა ოჯახში!
ბავშვები ღვთის ყველაზე დიდი საჩუქარია, მაგრამ ამჟამად ამ ოჯახის მდგომარეობა კატასტროფულად მძიმეა! სოციალური დახმარება და პენსია არაფერში ყოფნით. საკვები, დღეში ერთხელ სოციალური სასადილოდან მოაქვთ. ხოლო პატარებმა თუ რეგულარულად არ გაიარეს ექიმის კონსულტაცია და არ მიიღეს შესაბამისი წამლები, მათი მხედველობა შეიძლება გაუარესდეს!
საკუთარი საცხოვრებელი ოჯახს არ გააჩნია, ამიტომ ისინი თბილისის გარეუბანში ქირით ცხოვრობენ. ზამთრის და სიცივეების მოახლოებასაც შიშით ელიან. ახლა მათ ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვთ!
ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას ყაველაშვილების ოჯახის დასახმარებლად. თქვენი მცირედი დახმარებაც კი, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება! თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მათ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ყაველაშვილების ოჯახი) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან www.fsp.ge/ge/donate/160/
არ დარჩეთ გულგრილი, დაეხმარეთ მათ! „კეთილი გული – დაინახავს, კეთილი სული – დაეხმარება“
კომენტარი