ბრიტანეთში სიტყვას “მამა“ სასაუბრო ლექსიკონიდან ამოიღებენ
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური სასაუბრო ლექსიკონიდან სიტყვა “მამას“ ამოიღებს. ეს კი იმიტომ მოხდება, რომ გეებმა და ლესბოსელებმა თავი შეურაცხყოფილად არ იგრძნონ.
ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურში საჩივარი შევიდა ტერმინზე “მამა“, რომელიც მომავალი მშობლებსიათვის განკუთნილ სახელმძღვანელოებში გამოიყენება. საჩივარი განიხილეს და გადაწყვიტეს, რომ “აუცილებელია იმ სიტყვის გამოყენება, რომელსაც უფრო ზოგადი მნიშვნელობა აქვს“. თანამდებობის პირებმა გადაწყვიტეს ტერმინი “მამა““პარტნიორით“ ჩაანაცვლონ. სწორედ ამ სიტყვას გამოიყენებენ 200 გვერდიან წიგნში Ready Steady Baby.
თუმცა, ამან საზოგადოების ნეგატიური რეაქცია გამოიწვია, ვინაიდან, იგი ტრადიციულ ოჯახებს ძირს უთხრის.
“სახელმწიფო სამსახურმა ფული უმცირესობების ინტერესების დასაკმაყოფილებლად არ უნდა დახარჯოს. მიუხედავად იმისა, რომ პოზიტიურად ვუყურებთ ერთსქესიანი წყვილების ოჯახებს, ფაქტი ფაქტად რჩება - ბავშვის შესაქმნელად ქალი და კაცია საჭირო!“ - აცხადებენ ინოვაციის ოპონენტები.
კომენტარი