სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანდრეი ეპიფანცევი: ამ თანხმობით, აფხაზეთსა და სამხ.ოსეთზე საქართველოს უფლებას ვაღიარებთ

მოსკოვის ანალიტიკური ბიურო Alte Et Certe-ის ხელმძღვანელ ანდრეი ეპიფანცევის განცხადებით, "რუსეთის მსო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებული კომპრომისული ვარიანტი პრინციპულად მიუღებელ პირობებს შეიცავს და რუსეთმა მასზე უარი უნდა თქვას".

მისივე თქმით, "არსობრივად, ეს ვარიანტი არ აქრობს მთავარ წინაღობას, რომლის მიზეზითაც რუსეთი ქართული მხარის მოთხოვნაზე – რუსეთ-აფხაზეთის და რუსეთ-სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე საერთაშორისო მონიტორინგის დაწესებაზე უარს ამბობდა".

"სრულიად გასაგებია, რომ ქართულ მოთხოვნებს ეკონომიკასთან, ვაჭრობასა და საზღვრებზე გადაადგილებასთან საერთო არაფერი აქვს. მათი მთავარი და ერთადერთი დანიშნულებაა, აიძულოს რუსეთი, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ქართული სუვერენიტეტის გავრცელება თუნდაც ირიბად აღიაროს. აქ მხოლოდ ორი ვარიანტია: ა) აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია და მათი რუსეთთან საზღვრები, შესაბამისად, სუვერენული ქვეყნების საზღვრებია, სადაც არანაირი საერთაშორისო მონიტორინგისთვის ადგილი არ არის; ბ) აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, იმის მიუხედავად, რომ თბილისი მათ დროებით ვერ აკონტროლებს, საქართველოს ტერიტორიებია და მაშინ მათი საზღვრების მონიტორინგსა და საერთაშორისო დამკვირვებლებში ლოგიკა ნამდვილად ჩნდება. საქართველო დიდი ხნის მანძილზე დაჟინებით ცდილობდა, რუსეთს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საზღვრებზე საბაჟო პუნქტების განთავსებაზე თანხმობა განეცხადებინა. ახლა საქართველომ დამკვირვებლების ფიზიკური არსებობის პირობა მოხსნა და იგი რაღაც ელექტრონული კონტროლით ჩაანაცვლა, თუმცა ეს აბსოლუტურად არაფერს ცვლის, რამდენადაც აქ ჩნდება საზღვრის საერთაშორისო მონიტორინგის პრინციპი და როგორი თვალსაზრისით განხორციელდება იგი – მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერი ფორმის მონიტორინგზე დათანხმებით ჩვენ ირიბად ეჭვქვეშ ვაყენებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და შენიღბულად ვცნობთ საქართველოს უფლებას ამ ტერიტორიებზე. ამაზე წასვლა არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება და შვეიცარიული მხარის წინადადებაზე უარი უნდა ვთქვათ", - განაცხადა ეპიფანცევმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100