„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქარელის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი თოთლაძე წინასაარჩვენო შეხვედრებს განაგრძობს.
თოთლაძე ამჯერად გორის რაიონის სოფლების - ვარიანის, მეურნეობის, საქაშეთისა და საქაშეთის დევნილთა დასახლების მოსახლეობას შეხვდა. შ
ეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, საუბარი შეეხო სოფლის განვითარების პროგრამებს, მთავარ პრობლემად კი, სოფლების გაზიფიცირება დასახელდა. გიორგი თოთლაძემ მოსახლეობას სოფლების გაზიფიცრების გრაფიკი გააცნო და აღნიშნა, რომ არც ერთი სოფელი ბუნებრივი აირის გარეშე არ დარჩება.
(რეკლამა)
კომენტარი