სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლედი გაგა ბოთლში (ფოტო)

26 წლის მომღერალმა, ლედი გაგამ ახალი სუნამო შექმნა და წარმოებაშიც ჩაუშვა.

სუნამოს სახელწოდება Fame გახმლავთ. შეგახსენებთ, რომ ანალოგიური სახელწოდება აქვს მომღერლის პირველ აუდიო ალბომს, რომელიც გაგამ 2008 წელს ჩაწერა.

ნიუ-იორკში სუნამოს სარეკლამო რგოლის პრემიერა ჩატარდა. რის შემდეგაც სცენაზე გიგანტური ბოთლი გამოჩნდა, სადაც ლედი გაგა იყო გამომწყვდეული.

გაგა ბოთლში არსებულ შავ საწოლზე იწვა. სტუმრები კი იძულებულები იყვნენ შიგნით ჩასულიყვნენ და მომღერალი „გამოეღვიძებინათ“. ამ მანევრის შემდეგ კი მაყურებლები უყურებდნენ თუ როგორ უკეთებდნენ გაგას კისერზე სვირინგს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100