სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

40 წლამდე მამაკაცს ბრალად ედება 14 წლის ბიჭთან 3 წლის განმავლობაში სექსუალური ხასიათის ურთიერთობა, თან ეუბნებოდა, რომ არავისთის მოეყოლა

არასრულწლოვანთანსქესობრივი დანაშაულის ბრალდებით 40 წლის მამაკაცი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს 14 წლის ბიჭთან სექსუალური ხასიათის ურთიერთობა 3 წლის განმავლობაში ჰქონდა.

როგორც „კურიერმა” გაარკვია, დანაშაულის შესახებ ჯერ არასრულწლოვანის მეგობრებმა შეიტყვეს და სკოლის თანამშრომლები ჩააყენეს საქმის კურსში, შემდეგ კი სკოლამ პოლიციას მიმართა.

„კურიერმა“ სავარაუდო დამნაშავის დაკავების ოქმი მოიპოვა, სადაც დაწვრილებით წერია, თუ რის გამო დააკავეს ის.


ოქმის მიხედვით, 40 წლამდე მამაკაცს ბრალად ედება არასრულწლოვანთან3 წლის განმავლობაში სექსუალური ხასიათის ურთიერთობა. ამასთან, ის ეუბნებოდა არასრულწლოვანს, რომ ამის შესახებ არავისთვის მოეყოლა.

ბრალდებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს. მათ გამოძიების ბრალდების არ სჯერათ.

“დაამტკიცონ, რომ სამი წლის განმავლობაში ეს ხდებოდა და მაშინ ჩემს შვილს სასიკვდილოდ მივცემ ღმერთს,” – ამბობს ბრალდებულის დედა.


მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 15-დან 20 წლამდე, ან თავისუფლების უვადოდ აღკვეთა ემუქრება. თუმცა, თუ ბრალდებულს ფსიქიკური აშლილობა დაუდასტურდა, მან, შესაძლოა, სასჯელს თავი დააღწიოს.

არასრულწლოვანთან სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი მუშაობენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100