ქარელის მუნიციპალიტეტს მეუფე იობის რეზიდენციის რემონტი 100 000 ლარი დაუჯდა
2020 წელს, ქარელის მერიის ბიუჯეტიდან, 140 000 ლარი რუის-ურბნისის ეპარქიას გადაურიცხეს. ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე, ააიპ ,,ქარელის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ხელმძღვანელმა მერი არხოშაშვილმა განაცხადა.
მან საკრებულოს წევრებს, 2020 წლის განმავლობაში, ააიპის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის მიხედვით, 140 000 ლარი საკულტო ნაგებობების აშენებისა და რეაბილიტაციის მიზნით დაიხარჯა.
მათ შორის, 100 000 (ასი ათასი) ლარი, ქარელში, სამღვდელმთავრო რეზიდენციის, ხოლო 30 000 ლარი, ქოზიფას მონასტერში, კელიების რეაბილიტაციას მოხმარდა.
როგორც აიპის ხელმძღვანელი ანგარიშში განმარტავს, ქოზიფას მამათა მონასტერში, კელიების გარდა, რეაბილიტაცია ბიბლიოთეკას ჩაუტარდა.
რაც შეეხება დანარჩენ 10 000 ლარს, ეს თანხა ბრეთის ეკლესიის ეზოს რეკონსტრუქციის მიზნით, გადარიცხეს.
კომენტარი