21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
გამოიყენეთ ძველი კონტაქტები და გამოცდილება ახალი მიზნების რეალიზებისთვის. მოიკრიბეთ თანამოაზრეები და იმოქმედეთ. ნუ დაგავიწყდებათ გართობა, საკუთარ განწყობაზე ზრუნვა.
კურო
მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის, სწორი კვების საკითხებს. ნუ დაისტრესავთ თავს რამდენიმე საქმის ერთად შესრულებით, დაისვენეთ როდესაც ამის საშუალება გექნებათ და მეტად ისეირნეთ ფეხით.
ტყუპები
მთავარია არ დაკარგოთ ენთუზიაზმი და მოტივაცია, ყველაფერი გამოგივათ, იაქტიურეთ, გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული რესურსები, ნუ დაკარგავთ დროს უქმად.
კირჩხიბი
შეინარჩუნეთ ემოციური ბალანსი. არის გაუგებრობებისა და კონფლიქტების ალბათობა. შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმიანობით და ეცადეთ იზრუნოთ როგორც საკუთარი ასევე ოჯახის წევრების განწყობის ამაღლებაზე.
ლომი
მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, დაიცავით ზომიერება და იზრუნეთ ენერგოტონუსის ამაღლებაზე. ნებისმიერ საქმეს გაუმკლავდებით, მთავარია თანმიმდივრულად მიჰყვეთ ყოველ მათგანს.
ქალწული
განწყობა და ენერგია ხელს გიწყობთ რათა ნებისმიერ საქმეში წარმატებით იასპარეზოთ, თუმცა ნუ გადაამეტებთ, დაიცავით ზომიერება. ეცადეთ არ გათქვათ თქვენი გეგმები.
სასწორი
ახლა არ არის ახალი წამოწყებებისა და ცვლილებებისთვის შესაფერისი დრო, ზოგადი დაძაბული ფონი ნებისმიერ სირთულეს უფრო მეტად გაამწვავებს, ამიტომ სჯობს ურთიერთობებში მეტად თავშეკავებული იყოთ.
მორიელი
ცოტა მეტი დიპლომატია და ყველაფერს შეძლებთ. იდეალურად დაალაგებთ როგორც საქმიან ასევე საოჯახო საკითხებს. ისწავლეთ ცხოვრებით ტკბობა, იყავით პირველ რიგში საკუთარი თავის მადლიერი.
მშვილდოსანი
მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საკითხებს, ბიუჯეტის გადანაწილებას, მოუფრთხილდით ზედმეტ ხარჯებს. დაფიქრდით რა გინდათ, რისკენ ისწრაფვით და კორექტივები შეიტანეთ თქვენს სამომავლო გეგმებში.
თხის რქა
მოუსმინეთ შინაგან ხმას, ახლა ის არის თქვენი მრჩეველი. იმოქმედეთ, გარისკეთ მაგრამ გონივრულად, შესაძლოა საქმიან სფეროში გაუგებრობებმა იჩინოს თავი, თუმცა ნუ დათმობთ თქვენს პოზიციებს.
მერწყული
მოერიდეთ ნებისმიერი სახის სიახლეს. ასევე ნუ იჩქარებთ თქვენი სასიყვარულო ურთიერთობის გასაჯაროებას. აკეთეთ ის საქმე რომელიც სიამოვნებას განიჭებთ.
თევზები
თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან, ასევე მოერიდეთ ზედმეტ ხარჯებს. პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ნებისმიერ წვრილმანს და იმოქმედეთ
კომენტარი