მოტოციკლზე ისხდნენ ახალგაზრდები, გარდაცვლილია ბიჭია და გოგო - საშინელი ავარია სართიჭალაში
ავტოსაგზაო შემთხვევას სართიჭალაში, კახეთის გზაზე, ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
შეჯახების შედეგად, გარდაიცვალა ახალგაზრდა გოგო და ბიჭი, რომლებიც მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარი