მუშტიკრივი ქუთაისის სტადიონზე და 16 დაკავებული პირი
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის
21-ე ტურის შეხვედრა ქუთაისის
"ტორპედოსა" და
"თბილისის დინამოს"
შორის ჩაიშალა.
გუშინ, მატჩის
მეორე ტაიმის
დასაწყისში, როდესაც
"დინამო თბილისი"
სტუმრად ქუთაისის
"ტორპედოს" 2:0 ამარცხებდა, ინციდენტი
მოხდა.
ქუთაისის
"ტორპედოს"
გულშემატკივრებმა
მოედანზე ჯერ ქვების სროლა დაიწყეს, შემდეგ კი სტადიონზე ჩავიდნენ და "დინამოს" ფეხბურთელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. თამაში ჩაშლილად გამოცხადდა. სიტუაცია პოლიციის ჩარევის შემდეგ განიმუხტა.
შემთხვევის
შედეგად დაშავდა "დინამოს" რამდენიმე ფეხბურთელი და კლუბის ფანკლუბ "გლადიატორების"
წევრები, რომლებსაც სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
"დინამომ"
და მისმა გულშემატკივრებმა
ქუთაისი საპატრულო ეკიპაჟის დახმარებით დატოვეს.
გუშინდელი
ჩხუბის გამო სამართალდამცველებმა
16 პირი ადმინისტრაციული
წესით დააკავეს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
კომენტარი