სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სექსის ხელისშემშლელი ფაქტორები

ცუდი მიკროკლიმატი - ვინმეს თანდასწრება, ცხადი თუ არაცხადი. ჭირვეული, მტირალა ბავშვები, შემთხვევით შემოსული მეზობელი ან მეგობარი, მშობლების ან სხვა ოჯახის წევრები ყოფნა თხელ კედელს მიღმა, საკეტის არ არსებობა იმ ოთახის კარებზე, სადაც იმყოფებით პარტნიორთან ერთად და მოლოდინი, რომ ვიღაც მოვა.

ხმაური - ფანჯრის მიღმა ტრანსპორტის ხმაური, ალკოჰოლი, ღრიანცელი, მეზობლების დაუგეგმავი გარჩევები და ა.შ - შეიძლება დაემთხვეს ყველაზე საპასუხისმგელო მომენტს და ხელი შეუშალოს თქვენს სიამოვნებას.

ტელეფონი - ეს შეეხება როგორც მობილურს, ისე სტაციონალურ აპარატებს. საკმარისია სექსუალური აქტის დროს - მკვეთრი სატელეფონო ზარი და მზარდი სიამოვნება მაშინვე შეიძლება დავიდეს არარაობაზე. მითუმეტეს თუ თქვენ გადაწყვეტთ უპასუხოთ ყველა სატელეფონო ზარს.

ტელევიზორი - სატელევიზიო გადაცემები ყურების დროს, გამომუშავდება აღმგზნები ჰორმონები, ამიტომ რაც უფრო დიდი ხანი უყურებთ ტელეეკრანს, მით უფრო ნაკლები ძალები და ემოციები დაგრჩებათ სექსუალური აქტისთვის. განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს სექსუალური აქტის წინ ტრილერების, ბოევიკების ან თუნდაც ეროტიკის ყურება (გაგიკვირდებათ, მაგრამ ასეა, თუმცა არა ყველასთვის...), აგრეთვე სერიალები და თოქ-შოუები რომლებიც იწვევს ემოციურ აფეთქებას, რეალში კი აჩლუნგებს სექსუალურ ლტოლვას. შეცდომაა სექსუალური აქტის დროს ტელევიზორის ყურებაც, რადგან მას ნებისმიერ ვარიანტში გადააქვს ყურადღება, რაც არ უნდა ფაქიზად შერჩეულ გადაცემას ან თუნდაც მუსიკალურ არხს უყურებდეთ. ამიტომ უმჯობესია სექსუალური აქტის წინ და მის დროს, თუ უარს იტყვით ტელევიზორზე და მის ადგილს სასიამოვნო მუსიკას დაუთმობთ.

სიბნელე - დიახ, ზოგ შემთხვევაში სრული სიბნელეც კი არის ხელის შემშლელი, რადგან ის კლავს ძალიან მნიშვნელოვან, მხედველობით ეროტიკულ ფაქტორს. მაგრამ ამავდროულად, რა თქმა უნდა კაშკაშა შუქიც არ არის კარგი ვარიანტი ინტიმური განმარტოვებისათვის. საუკეთესო შუალედია ბრის, ან ტორშერის სუსტი, ინტიმური შუქი.

სუნი - ძალიან მძაფრ სუნს შეუძლია გააღიზიანოს ყნოსვა, რითმიდან ამოგაგდოთ და ხელი შეუშალოს სექსუალურ განწყობას. მაგალითად სამზარეულოდან გამოსულ რომელიმე, თუნდაც მადისამღვძრელი კერძის სუნს. ხელისშემლელი ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს ცუდი სუნი პირიდან ან სხეულის სხვა ნაწილებიდან, აგრეთვე ცუდად შერჩეული მძაფრსუნიანი სუნამო და სხვა...

სტრესი - გადაუდებელი საქმეები, დაღლილობა, მოდუნების უნარის არ ქონა, ერთ ერთი პარტნიორის დათრგუნული ან შეშფოთებული შინაგანი მდგომარეობა, დეპრესია, გაღიზიანება, შესაძლებელია გახდეს სერიოზული უთანხმოების მიზეზი პარტნიორებს შორის, რასაც აუცილებლად მოჰყვება სექსუალური წარუმატებლობა. სექსუალურ აქტს შეიძლება ხელი შეუშალოს უბრალო, ელემენტალურმა ყოფითმა საყოფაცხოვრებო პრობლემებმაც, რომელსაც ვერ აგვარებთ.

არასწორი კვება - სრულყოფილი სექსის ხელისშემშლელი ფაქტორია მშიერი კუჭი ან ზედმეტი ნაყროვანება, უმჯობესია შუალედური „გასტრონომიული“ მდგომარეობა.

აგრეთვე: - უხეშობა, თავხედობა, ზედმეტი წონა, ცუდი ფიზიკური მონაცემები, სექსის საკითხებში გაუთვითცნობიერებელი, ან გაუგებარი პარტნიორი, ავადმყოფობა, ეკონომიკური სიდუხჭირე, ასაკი (თუმცა არა ყველასთვის)...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100