გაფიცვა საქართველოს ფოსტაში
საქართველოს ფოსტის თანამშრომლები ერთთვიან შრომით ხელშეკრულებაზე გადასვლას აპროტესტებენ. ცენტრალურ ოფისთან დღეს 15-მდე ფილიალის თანამშრომლები შეიკრიბნენ.
ფოსტის თანამშრომლების ნაწილი იმასაც ამტკიცებს, რომ ახალი ხელმღვანელობის მოსვლის შემდეგ, ძველი კადრების გათავისუფლება დაიწყო.
თანამშრომლების ბრალდებას ფოსტის დირექტორი კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ 1314-დან არცერთ თანამშრომელს სამუშაო ადგილი არ დაუკარგავს, მხოლოდ სამს გაუვიდა ხელშეკრულების ვადა და მათაც საკადრო რეზერვში გადაინაცვლეს. ლევან ჩიკვაიძე ამტკიცებს, რომ ფოსტის თანამშრომლები შეცდომაში შეიყვანა ახალმა ინიციატივამ რეზერვის შესახებ.
კომენტარი