სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახა შარტავა: "ხელისუფლებამ შესაძლოა ვადამდელი არჩევნები დანიშნოს"

"ჩვენთვის მოულოდნელი არც ის იქნება, რომ რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ სახალხო კრება საკუთარი პოლიტიკური დივიდენდების წარმოსაჩენად ან გასაზრდელად გამოიყენოს. ისე, ეს ერთი მხრივ გასაგებიც იქნება, რადგან პოლიტიკური პარტიები მუდამ მტაცებლობენ ხოლმე. მეორე მხრივ კი, ეს საკმაოდ არასასიამოვნო ფაქტი იქნება, რადგან ეს სახალხო კრების იდეის პროფანირებას მოახდენს და კიდევ ერთ კარგ წამოწყებას ჩანასახშივე ჩაკლავს", – განაცხადა "დრონი.ჯი"-სთან საუბრისას "ეროვნული ფორუმის~ ლიდერმა, კახა შარტავამ.
ცგვფდგდფკგდფჯკლლ
– ბატონო კახა, თქვენ დაინტერესდით, რას ფიქრობს საზოგადოება საარჩევნო გარემოს შეცვლის იდეაზე და საზოგადოების ხელმოწერების შეგროვება დაიწყეთ, როდის ასრულებთ ხელმოწერების შეგროვების პროცესს და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? რისი იმედი გაქვთ?
ცგვფდგდფკგდფჯკლლ
– "ფორუმმა" 100 000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა. ხელმოწერების შეგროვების პროცესი დღე დღეზე დასრულდება. ჩვენ, ამ ხელმოწერებს პარლამენტში 23 სექტემბრამდე შევიტანთ. იმავდროულად პარლამენტში შემდგომ განსახილველ საკანონმდებლო ინიციატივის პროექტსაც წარვადგენთ. პროექტს, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს ამ ინიციატივაზე ხელმომწერ ხალხს. მოგახსენებთ, რომ ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციებიც აქტიურად არიან ჩართულნი. ყველა მათგანი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შექმნილი უსამართლო საარჩევნო გარემოს გამო აღშფოთებულმა მოსახლეობამ თუ ამ პროცესიდან კონკრეტული შედეგი არ დაინახა, უმართავი პროცესები დაიწყება.
ცგვფდგდფკგდფჯკლლ
ამიტომ ყველა დაინტერესებულია და ყველას სურს მოსახლეობის დარწმუნება იმაში, რომ სულ მალე ქვეყანაში საარჩევნო გარემო შეიცვლება. საარჩევნო გარემოს შეცვლა კი, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული. თუ ხელისუფლება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე უარს იტყვის, ხალხი დარწმუნდება, რომ საქართველოში სამართლიანი არჩევნები არასდროს ჩატარდება და ჩათვლის, რომ ხელისუფლების შესაცვლელად ერთადერთი გზა არსებობს, ეს გზა რევოლუციაა. ხოლო თუ ქვეყანაში არეულობა დაიწყო, ამით ბევრი ოდიოზური ფიგურა და პოლიტიკური ავანტურისტი ისარგებლებს, ეს კი არც ხელისუფლებამ და არც ოპოზიციამ არ უნდა დავუშვათ.
ცგვფდგდფკგდფჯკლლ
– როგორ ფიქრობთ, წამოვა ხელისუფლება რაიმე ტიპის დათმობებზე და მიაღწევთ თუ არა შეთანხმებას?
ცგვფდგდფკგდფჯკლლ
– ხელისუფლება წამოვა თუ არა დათმობებზე, არ ვიცი. ეს პირველ რიგში დამოკიდებული იქნება საზოგადოებაზე, ანუ საზოგადოება უნდა დაირაზმოს და პრინციპულად მოსთხოვოს ხელისუფლებას საარჩევნო გარემოს შეცვლა. ასევე ეს, რა თქმა უნდა, დამოკიდებული იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურობაზე, ოპოზიციის პრინციპულობაზეც და, რასაკვირველია, ხელისუფლების ნებაზეც. ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს საფრთხე, რომელიც საარჩევნო გარემოს შეცვლისადმი ხელის კვრით იქნება გამოწვეული.
ცგვფდგდფკგდფჯკლლ
ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა ისაა, რომ ყველასთვის ცნობილი გახდეს, არჩევნებში რამდენი ადამიანი ღებულობს ხოლმე მონაწილეობას. ხელისუფლება თუ ამაზე უარს იტყვის, გამოვა, რომ აღიარებს იმას, რომ არჩევნებს დღემდე აყალბებდა და მომავალშიც აპირებს გაყალბებას. დიახ, ხელისუფლება, რომელიც უარს გეუბნება სამართლიან არჩევნებზე, ღიად აცხადებს, რომ არჩევნებს გიყალბებდა და კვლავ გაგიყალბებს. აქედან გამომდინარე გამოდის, რომ არალეგიტიმური ხელისუფლება გვყავს.
ცგვფდგდფკგდფჯკლლ
ამ შემთხვევაში კი საზოგადოებას უფლება აქვს მიმართოს და მოსთხოვოს საერთაშორისო ორგანიზაციებს, მომავალი არჩევნების ამ ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე ჩატარება. თუ ესეც არ მოხერხდა, მაშინ საზოგადოებას თავად მოუწევს საკუთარი პრობლემის მოგვარება, ანუ, საზოგადოებას შეუძლია ალტერნატიულ და ისეთი ლეგიტიმაციისა და სახალხო მხარდამჭერის მქონე ორგანოდ ჩამოყალიბება, რომელსაც უფლება ექნება თავად შესთავაზოს ხალხს მომავალი განვითარების გეგმა და სამართლიანი არჩევნების მომზადების პროცესი საკუთარ თავზე აიღოს. რაც მაინცდამაინც სასურველი არ არის. ამიტომ, რასაკვირველია, სჯობს და ვურჩევთ ხელისუფლებას, ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს.
ცგვფდგდფკგდფჯკლლ
– თქვენ სახალხო კრებას ჯერჯერობით არ უერთდებით, რის გამოც ბურჯანაძე "ფორუმზე" განაწყენებულია, აპირებთ თუ არა მომავალში შეუერთდეთ მათ?
ცგვფდგდფკგდფჯკლლ
– ჩვენ ყოველთვის ვთვლიდით, რომ ეროვნული თვითგამორკვევის პროცესში სახალხო კრების მოწვევას და ძირითად საკითხებზე შეთანხმებას დიდი მნიშვნელობა ექნებოდა. იმავდროულად მიგვაჩნდა, რომ კრების მოწვევის იდეა არ უნდა წამოსულიყო პოლიტიკური პარტიებიდან, ვინაიდან ეს თავიდანვე ანგაჟირებული იქნებოდა. როგორც კი საზოგადოებრივი საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა და ეს იდეა გამოაცხადა, ჩვენ მათ გვერდით დავდექით. მივესალმეთ და მხარი დავუჭირეთ ამ იდეას, მაგრამ მალევე განზე გავდექით, რადგან მიგვაჩნდა, რომ პოლიტიკური პარტიები დროზე ადრე არ უნდა ჩარეულიყვნენ ამ პროცესში. ვიცოდით, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ჩარევისთანავე პარტიული დაპირისპირების ან ინტერესთა ჯახის კონფლიქტი დაიწყებოდა. როგორც ვიცი, სახალხო კრების წარმომადგენლები 29-ში ყრილობის მოწყობას აპირებენ და საზოგადოება გაიგებს მათი გეგმების შესახებ.
ცგვფდგდფკგდფჯკლლ
ჩვენ, გარეშემაყურებლები კი მათი გეგმების გამოცხადების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, უნდა დავეხმაროთ მათ თუ ხელი შევუშალოთ. ერთს ვიტყვი, ჩვენთვის მოულოდნელი არც ის იქნება, რომ რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ სახალხო კრება საკუთარი პოლიტიკური დივიდენდების წარმოსაჩენად ან გასაზრდელად გამოიყენოს. ისე, ეს ერთი მხრივ გასაგებიც იქნება, რადგან პოლიტიკური პარტიები მუდამ მტაცებლობენ ხოლმე. მეორე მხრივ კი, ეს საკმაოდ არასასიამოვნო ფაქტი იქნება, რადგან ეს სახალხო კრების იდეის პროფანირებას მოახდენს და კიდევ ერთ კარგ წამოწყებას ჩანასახშივე ჩაკლავს.
ცგვფდგდფკგდფჯკლლ
– საუბრობენ, რომ ბურჯანაძე სახალხო კრებასაა ამოფარებული და პროცესების მართვის სადავეების ხელში აღებას აპირებს. იმ შემთხვევაში, თუ სახალხო კრების წარმომადგენლებმა ოპოზიციის ნაწილთან ერთად აქციები დაიწყეს, დადგება თუ არა "ფორუმი" მათ გვერდით?
ცგვფდგდფკგდფჯკლლ
– "ფორუმი" არავის გვერდით არ დადგება. ჩვენ ვართ ის ორგანიზაცია, რომელთანაც ოპოზიციონერები აქეთ უნდა მოვიდნენ და დადგნენ. არანაირი ტიპის გაერთიანებაზე და ერთად ყოფნაზე საუბარი არ იქნება. ჩვენ ამ მხრივ ძალიან მძიმე გამოცდილება გვაქვს, ამიტომ "ფორუმი" მაქსიმალურად ცდილობს და შეეცდება კიდეც დაწყებული პოლიტიკური პროცესის დამოუკიდებლად ბოლომდე მიყვანას. რაც შეეხება სხვათა გემოვნებებს, კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველას თავის გზა და არჩევანი აქვს. ისე, საკუთარ არჩევანში, როგორც ხელუხლებელ ჭეშმარიტებაში, დარწმუნებული არ უნდა იყო და განსხვავებული აზრის გამო ვინმე არ უნდა ლანძღო. "ფორუმისთვის" სახალხო კრება და ნინო ბურჯანაძე ერთი და იგივე არ არის. სახალხო კრების ინიციატორებს – ქავთარაძეს და გაფრინდაშვილს, არცერთ იმ პოლიტიკურ პარტიასთან არ ვაიგივებ, რომელმაც შეიძლება ამ იდეით ისარგებლოს და გამოიყენოს კიდეც. "ფორუმი" პოლიტიკურ კინკლაობას და ვაჭრობას ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ არავისთან არ აპირებს.
ცგვფდგდფკგდფჯკლლ
– ბურჯანაძე ვადამდელ არჩევნებს ითხოვს, სხვათა შორის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა ვადამდელი არჩევნები დანიშნოს კიდეც, მზადაა ოპოზიცია არჩევნებისთვის?
ცგვფდგდფკგდფჯკლლ
– ხელისუფლებამ შესაძლოა ვადამდელი არჩევნები დანიშნოს, ეს გამორიცხული ნამდვილად არ არის. საარჩევნო გარემოს შეცვლა ხელისუფლების შესუსტებას ნიშნავს, ამიტომ ხელისუფლებამ ეს პროცესი შეიძლება ვადამდელი არჩევნების დანიშვნით ჩააგდოს. დღეს კი ვადამდელი არჩევნებისთვის ოპოზიცია მზად ნამდვილად არ არის. საარჩევნო გარემოს შეცვლამდე არჩევნების დანიშვნა და ჩატარება არ შეიძლება, რადგან ხელისუფლება არჩევნებს კვლავ გააყალბებს და მოიგებს. ამიტომ საზოგადოება და ის ოპოზიციონერები, რომლებიც ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ, თავიანთ მოთხოვნებში ძალიან ფრთხილნი უნდა იყვნენ. ვიმეორებ, ხელისუფლებამ შეიძლება დანიშნოს ვადამდელი არჩევნები და პირწმინდად მოიგოს. ამ შემთხვევაში კი ოპოზიციას კვლავ მოუწევს ხელისუფლების კუდში ჩანჩალი. ასე რომ, ოპოზიციას და საზოგადოებას მოულოდნელად დანიშნული არჩევნები, წესით, არ უნდა აწყობდეთ.
ცგვფდგდფკგდფჯკლლ
– ოპოზიცია თავისი მოთხოვნებით, ქმედებებით და დაქსაქსულობით საზოგადოებას ხომ არ აბნევს და ნებსით თუ ენებლიედ, ხელისუფლების წისქვილზე ხომ არ ასხამს წყალს?
– ერთია ესა თუ ის პოლიტიკური პარტია რა იდეებით გამოდის და მეორეა, არის თუ არა ამ იდეების ადრესატი საზოგადოება. ოპოზიციის ერთი ნაწილი რევოლუციაზე ლაპარაკობს, მეორე ნაწილი ვადამდელ არჩევნებზე, მესამე კი საარჩევნო გარემოს შეცვლაზე და ამ გაფანტულ დამოკიდებულებაში თითოეული პოლიტიკური სუბიექტი ნადირობს იმ ნიშაზე, რომელსაც შეიძლება მოერგოს. ასეთ დროს ერთიანობა არ გამოვა და ყველა პარტია თავისკენ გაქაჩავს ხალხს.
ცგვფდგდფკგდფჯკლლ
ამით კი ხელისუფლებას კი არ ასუსტებ, არამედ აძლიერებ. ამიტომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც აქტიურად ერთვება ამ პროცესებში და სამოქალაქო საზოგადოების ჩანასახად შეიძლება ჩამოყალიბდეს კრების სახით იქნება თუ არასამთავრობო ორგანიზაციის სახით, თვითონ გაერკვეს რა უნდა და შემდეგ აქციოს ეს საზოგადოებრივ დაკვეთად. დაბნეული და დაქსაქსული თუ იქნება საზოგადოება, როგორც ადგილობრივი არჩევნების დროს იყო, რა თქმა უნდა, პოლიტიკური სპექტრიც გაიბნევა მისთვის მისაღები დაკვეთის მოსაძებნად. დაშლილი პოლიტიკური სპექტრი კი ვერანაირ საზოგადოებრივ დაკვეთას ვერ შეასრულებს. ამიტომ დგება ჯერი, რომ საზოგადოება, რომელიც ისმენს პოლიტიკური სპექტრისგან სხვადასხვა შეთავაზებებს, არჩევანი გააკეთოს, რომელი გზა არის მისთვის უფრო მისაღები და თავის მოყრა პოლიტიკურ ჯგუფებსაც იქ მოუწევთ.
ცგვფდგდფკგდფჯკლლ]
– დაბოლოს, კუკავა და დავითაშვილი რუსეთში იმყოფებოდნენ, როგორ აფასებთ მათ მორიგ მოსკოვურ ვოიაჟს?
ცგვფდგდფკგდფჯკლლ
– ამ ვიზიტს საერთოდ არ შევაფასებ. სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არა მაქვს ამ ვიზიტის შესახებ. სად, რატომ და რისთვის წავიდნენ, ან რატომ ჩამოვიდნენ, არ ვიცი. რაღა დაგიმალოთ და, კუკავა-დავითაშვილის ვოიაჟს დიდ მნიშვნელობას "ფორუმი" არც ანიჭებს.
დფსფლსკდგსჯდფგ
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100